დონალდ ტრამს თავს დაესხნენ? - რა მოხდა ვა­შინგტონ­ში, სას­ტუმ­რო Washington Hilton-ში? - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამს თავს დაესხნენ? - რა მოხდა ვა­შინგტონ­ში, სას­ტუმ­რო Washington Hilton-ში?

25 აპ­რილს, აშშ-ის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8:40 წუთ­ზე, ვა­შინგტონ­ში, სას­ტუმ­რო Washington Hilton-ში სრო­ლის ხმა გა­ის­მა. სას­ტუმ­რო­ში თეთ­რი სახ­ლის კო­რეს­პონ­დენ­ტთა ყო­ველ­წლი­უ­რი ვახ­შა­მი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მელ­საც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი და პირ­ვე­ლი ლედი, დო­ნალდ და მე­ლა­ნია ტრამ­პე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

შე­ნო­ბი­დან მათი ევა­კუ­ა­ცია მყი­სი­ე­რად გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე გა­იყ­ვა­ნეს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი და ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სხვა წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვახ­შამ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, დარ­ბაზ­ში მყო­ფი სტუმ­რე­ბი სრო­ლის ხმის გა­გო­ნე­ბი­სას ცდი­ლო­ბენ მა­გი­დის ქვეშ და­ე­მა­ლონ პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ერთ-ერ­თმა პირ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის მთა­ვარ ზო­ნას­თან გა­ის­რო­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს კა­ლი­ფორ­ნი­ე­ლი, 31 წლის კოულ ტო­მას ალე­ნი. ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე და­ნით.

დაჭ­რი­ლია სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ერთი ოფი­ცე­რი და ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი - მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.