"გამახსენდა მშიშარა მაძუნგალები მიშას მშიშარას რომ ეძახდნენ და დასცინოდნენ ომში მყოფ პრეზიდენტს, რომელიც დაბომბილ ადგილას ჩავიდა. ტრამპიც მშიშარაა, ქოცო?" - ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი - კვირის პალიტრა

"გამახსენდა მშიშარა მაძუნგალები მიშას მშიშარას რომ ეძახდნენ და დასცინოდნენ ომში მყოფ პრეზიდენტს, რომელიც დაბომბილ ადგილას ჩავიდა. ტრამპიც მშიშარაა, ქოცო?" - ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჯოლიანი:

"თეთრი სახლის ვახშამზე მომხდარი სროლის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოების მიზნით ძირს დააწვინა დაცვამ და გადაეფარნენ, რაც ლოგიკურია. ასე იცავენ პრეზიდენტების უსაფრთხოებას და გამახსენდა ამ ქვეყნის მოღალატეები, მართლა მშიშარა მაძუნგალები მიშას მშიშარას რომ ეძახდნენ და დასცინოდნენ ომში მყოფ პრეზიდენტს, რომელიც დაბომბილ ადგილას ჩავიდა.ტრამპიც მშიშარაა, ქოცო?

პ.ს. ტრამპი წაიქცაო ქოცები ამბობენ, მიშაზე გაიქცა და წაიქცაო" - წერს ჟორჟოლიანი.