"ბიჭი მო­ვი­და, და­ი­ჩო­ქა, ფე­ხებ­ში ჩა­უ­ვარ­და და ეამ­ბო­რა" - ვინ არის და რას ჰყვება სტიქაროსანი, რომელიც მუდმივად პატრიარქის გვერდით იყო - კვირის პალიტრა

"ბიჭი მო­ვი­და, და­ი­ჩო­ქა, ფე­ხებ­ში ჩა­უ­ვარ­და და ეამ­ბო­რა" - ვინ არის და რას ჰყვება სტიქაროსანი, რომელიც მუდმივად პატრიარქის გვერდით იყო

40 დღე ახალ­გარ­დაც­ვლი­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის საფ­ლავს არ მოს­ცი­ლე­ბია. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. სა­მე­ბის და სი­ო­ნის მრევ­ლი, მორ­წმუ­ნე­ე­ბი ლე­ვან ჭი­ქი­ნაშ­ვილს კარ­გად იც­ნო­ბენ. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქს სა­მე­ბა­ში მიკრო­ფო­ნით ხელ­ში მუდ­მი­ვად გვერ­დით ედგა.

ტა­ძარ­ში სა­ერ­თოდ, თა­ვი­დან, შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­ზე სწავ­ლობ­და, თან, ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და. ეკ­ლე­სი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად წირ­ვა­ზე დას­წრე­ბამ კი სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­აც და­ამ­თავ­რა. რო­გორც ამ­ბობს, თე­ო­ლო­გი­ის მა­გის­ტრია. ლი­ტურ­გი­კა უფრო მოს­წონ­და და ლი­ტურ­გი­კას სწავ­ლობ­და. ამ ეტაპ­ზე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­შია და სა­მე­ბის ლარ­ვა­ში მსა­ხუ­რობს.

ლე­ვან ჭი­ქი­ნაშ­ვი­ლი:

- ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. მე და ჩემი გუნ­დე­ლი ვარ­ჯი­შამ­დე ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ვივ­ლი­დით ხოლ­მე. 16-17 წლი­სე­ბი ვი­ყა­ვით... ისე მოხ­და, იქ დავ­რჩი და სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა გა­ვაგ­რძე­ლე. მო­ძღვარ­მა სტი­ქა­რი ჩა­მაც­ვა და იქ ვმსა­ხუ­რობ­დი. თბი­ლი­სის ერთ-ერთი გა­რე­უბ­ნის პა­ტა­რა ტა­ძა­რი იყო. ისე გა­მო­ვი­და, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მონ­დო­მე­ბით, ტა­ძარ­ში სტი­ქა­რო­სა­ნი გავ­ხდი. შემ­დეგ მთხო­ვა, მე­და­ვით­ნე­ო­ბა მეს­წავ­ლა და ვის­წავ­ლე, მე­და­ვით­ნეც გავ­ხდი.

აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოლო კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. "აგ­რა­რულ­ში“ კი დე­კა­ნი პა­რა­ლე­ლუ­რად მთხოვ­და, მა­გის­ტრა­ტუ­რა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, გერ­მა­ნი­ა­ში გა­გიშ­ვებ­თო. კარ­გი თვა­ლით მი­ყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ ვუ­თხა­რი, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში მივ­დი­ვარ-მეთ­ქი.

სა­ბუ­თე­ბი მა­ინც არ წა­ი­ღოო. თურ­მე შე­იძ­ლე­ბო­და სწავ­ლა იქაც გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს მა­შინ არ ვი­ცო­დი. ამი­ტომ სა­ბუ­თე­ბი წა­მო­ვი­ღე. ფეხ­ბურთს "აგ­რა­რუ­ლის“ გუნდში ვთა­მა­შობ­დი. დე­კანს ფეხ­ბურ­თიც უყ­ვარ­და და ამი­თაც პა­ტივს მცემ­და.

screenshot-2026-04-26-203414-1777221276.png

მერე სა­დაც შემ­ხვდე­ბო­და, - რა კაცი დავ­კარ­გეო - გა­ი­ძა­ხო­და.

შემ­დეგ წლებ­ში კი, სა­პატ­რი­არ­ქო­ში უწ­მინ­დეს­თან რომ ვცხოვ­რობ­დი, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან პატ­რი­არ­ქთან სტუმ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ და მათ შო­რის, ჩვე­ნი დე­კა­ნიც იყო. რომ და­მი­ნა­ხა, უწ­მინ­დესს უთხრა, ჩემი სტუ­დენ­ტი იყოო და ჩემი ქება-დი­დე­ბა და­ი­წყო.

მოკ­ლედ, სწავ­ლა სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე. მერე მი­თხრეს, უწ­მინ­დეს­თან სტი­ქა­რით უნდა შე­ი­მო­სოო. არა­და, ჩემს პა­ტა­რა ტა­ძარ­ში, მე­და­ვით­ნე გახ­ლდით. მომ­წონ­და სა­დაც ვმსა­ხუ­რობ­დი და იქი­დან წა­მოს­ვლა არ მინ­დო­და. მთე­ლი მსა­ხუ­რე­ბა მიმ­ყავ­და. იქი­დან წას­ვლას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. ბო­ლოს ჩემ­მა მო­ძღვარ­მა გა­მო­მი­ცხა­და, უნდა წახ­ვი­დე, - შენ­თვის უკე­თე­სი­აო (მის­თვი­საც უთხო­ვი­ათ).

მი­მიყ­ვა­ნეს პატ­რი­არ­ქთან, სტი­ქა­რი მი­კურ­თხა, დავ­რჩი სი­ონ­ში და და­ვი­წყე იქ მსა­ხუ­რე­ბა. შემ­დეგ სა­მე­ბა გა­იხ­სნა და სი­ო­ნი­დან სტი­ქა­როს­ნე­ბი სა­მე­ბა­ში გა­და­ვე­დით, სა­დაც მსა­ხუ­რე­ბა გა­ვაგ­რძე­ლე.

მე­ო­თხე კურ­სის მე­ო­რე სე­მესტრი იყო პატ­რი­არ­ქთან რომ მი­მიყ­ვა­ნეს, - უწ­მინ­დესს უნ­დო­და სა­პატ­რი­არ­ქო­ში მას­თან გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­მე­სა­უბ­რა. იცო­და, აკა­დე­მი­ა­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, ჩვე­ნი რექ­ტო­რი იყო და მას­თან სტუ­დენ­ტებს ხში­რი შე­ხე­ბა გვქონ­და - კვი­რა­ში სამ­ჯერ მო­დი­ო­და და გვერ­დით ვე­დე­ქი, მიკრო­ფო­ნი იყო თუ სან­თლის ან­თე­ბა, ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი. მი­თხრა, აკა­დე­მია უნდა და­ამ­თავ­როო. მერე პე­რი­ო­დუ­ლად მე­კი­თხე­ბო­და - გა­მოც­დებს, ჩათ­ვლებს ხომ აბა­რებ? რო­გორ მი­დის საქ­მეო? ბოლო გა­მოც­და რომ ჩა­ვა­ბა­რე, იმ დღეს წირ­ვა იყო და მა­ში­ნაც მკი­თხა. ჩა­ვა­ბა­რე-მეთ­ქი - ვუ­პა­სუ­ხე და ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ხა­რო. ასე დავ­რჩი სა­პატ­რი­არ­ქო­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი.

screenshot-2026-04-26-203458-1777221320.png

- ანუ სულ იქ იყა­ვით?

- კი, პატ­რი­არ­ქს ვახ­ლდი თა­ვის სარ­თულ­ზე, დაც­ვის ფუნ­ქცი­აც მქონ­და. მა­შინ ორი-სამი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. დაც­ვის გარ­და ყვე­ლა­ფერ­ში უნდა მოვ­ხმა­რე­ბო­დით. პა­რაკ­ლი­სე­ბი იყო, თუ სხვა რამ - 24 სა­ა­თი პატ­რი­არ­ქის კარ­თან ვი­ყა­ვი. დი­ლის 6 სა­ათ­ზე სა­ლო­ცა­ვად რომ გა­მო­ვი­დო­და, ვხვდე­ბო­დი. ლოც­ვას ერ­თად ვი­ტყო­დით ხოლ­მე. მერე ზამ­თრის ბაღ­ში შე­ვი­დო­დით, სა­დაც დე­დე­ბიც შე­მოგ­ვე­მა­ტე­ბოდ­ნენ და ვსა­უბ­რობ­დით. უწ­მინ­დე­სი სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბო­და. მერე მთე­ლი დღე ხან სტუ­მა­რი მო­დი­ო­და, ხან სა­დღაც მივ­დი­ო­დით, ხან პა­რაკ­ლი­სე­ბი იყო.

- თქვე­ნი ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა იმას, რომ სახ­ლში არ მი­დი­ო­დით?

- მიჩ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­ნამ­დე, 2000 წელს, სა­მე­ბა რომ გა­იხ­სნა, პირ­ვე­ლი ორი წელი იქ ვრჩე­ბო­დი. ტა­ძარს ვა­ღებ­დი და ვკე­ტავ­დი. სა­პატ­რი­არ­ქო­ში კი 3-4 წელი ვი­ყა­ვი ასე და მერე სა­მე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნა, სა­დაც გა­ვაგ­რძე­ლე მსა­ხუ­რე­ბა.

- სა­მე­ბი­დან მახ­სოვ­ხართ, სულ მიკრო­ფო­ნი გე­ჭი­რათ ხელ­ში და პატ­რი­არ­ქს გვერ­დით ედე­ქით...

- მე ასე მიკრო­ფო­ნით მსა­ხუ­რე­ბა შემ­ხვდა. სა­მე­ბა­ში ხმა დი­დად არ ის­მის და მიკრო­ფო­ნით მივ­დი­ო­დი მას­თან, ვინც ასა­მაღ­ლე­ბელს ამ­ბობ­და.

ასა­მაღ­ლებ­ლე­ბი იერ­არ­ქი­ის, ჯილ­დო­ე­ბის მი­ხედ­ვით არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და ზუს­ტად უნდა მიხ­ვი­დე, ვისი ჯე­რიც არის, რომ თქვას. უწ­მინ­დე­სი შე­მომ­ხე­დავ­და, მა­ნიშ­ნებ­და, ვისი ჯე­რიც იყო. თვა­ლე­ბით მე­ძებ­და ხოლ­მე.

- ე.ი. გენ­დო­ბო­დათ და ამი­ტომ გა­მო­გარ­ჩი­ათ...

- ის ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცას გა­მო­არ­ჩევ­და ხოლ­მე... ყვე­ლა უყ­ვარ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ამ­ბობ­და, ღმერ­თი მწყა­ლობს და მეც სხვე­ბის მი­მართ მო­წყა­ლე უნდა ვი­ყოო.

- ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა გინ­დო­დათ, პრო­ფე­სი­ა­საც ეუფ­ლე­ბო­დით და პირ­და­პირ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის გვერ­დით აღ­მოჩ­ნდით... რა იყო ის წლე­ბი თქვენ­თვის?

- ფეხ­ბურ­თი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო. ფეხ­ბურ­თით ვი­ძი­ნებ­დი და ვიღ­ვი­ძებ­დი. თუ რამე გა­ზე­თი გა­მო­დი­ო­და (სამი გა­ზე­თი იყო) მა­შინ, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მა­მა­ჩემს არ მო­ე­ტა­ნა. ერთი ნო­მე­რიც არ ჩა­უგ­დია.

სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას გავ­ყვე­ბო­დი თუ არა, არ ვიცი, მაგ­რამ უზო­მოდ მიყ­ვარ­და. მა­შინ მძი­მე წლე­ბი და პი­რო­ბე­ბი იყო. ბურ­თი, ფორ­მა და ბევ­რი რამ არ იშო­ვე­ბო­და. "აგ­რა­რუ­ლის“ გუნდში რომ ვთა­მა­შობ­დი, ნა­ხე­ვარმცვე­ლი ვი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ცხე­ლი წყა­ლი "ატ­მო­რით" გვქონ­და, მაგ­რამ თა­მა­შებ­ზე სა­დაც მივ­დი­ო­დით, იქ შხაპს ცივი წყლით ვი­ღებ­დით. არ ვნა­ნობ, ფეხ­ბურთს თავი რომ და­ვა­ნე­ბე, იმას თა­ვი­სი დრო ჰქონ­და. თუმ­ცა ახ­ლაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ და პე­რი­ო­დუ­ლად ვთა­მა­შობ კი­დეც...

აქეთ, ამ სამ­ყა­რო­ში რომ გად­მო­ვი­ნაც­ვლე, ისეთ ად­გილს მოვ­ხვდი, იმ­ხე­ლა სკო­ლა­ში და ისეთ მწვერ­ვალ­ზე, რომ ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი იყო ის ყვე­ლა­ფე­რი. იმ­ხე­ლა ადა­მი­ან­თან ვი­ყა­ვი, მთე­ლი ერი შე­ხა­რო­და და მე მის გვერ­დით ვი­დე­ქი, სულ თან დავ­ყვე­ბო­დი.

მერე თუ ვინ­მე ერის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მას­თან მო­დი­ო­და და ყვე­ლას მე ვხდე­ბო­დი. ხან მე ვრე­კავ­დი მათ­თან, ხან ტე­ლე­ფონ­ზე თვი­თონ რე­კავ­დნენ. მო­დი­ოდ­ნენ მსოფ­ლიო ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ვინ აღარ და სულ წინა ხაზ­ზე, პატ­რი­არ­ქის გვერ­დით იმ­ხე­ლა ამ­ბებ­ში ვი­ყა­ვი, ეს რო­გორ ვი­ნა­ნო, ასე არ მქო­ნია საქ­მე და არც მაქვს.

სამ­წუ­ხა­როდ, იყ­ვნენ ვი­ღა­ცე­ბი, ვი­საც ჩემი შურ­დათ. მწვერ­ვალ­ზე რომ ვი­ყა­ვი, იქი­დან ჩემს გად­მოგ­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ჩემი ად­გი­ლი რომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

ჩემი საქ­მე, რაც მე­ვა­ლე­ბო­და ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცო­დი და ის გზა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. დიდი შრო­მა უნ­დო­და, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, და­გეც­ვა. პატ­რი­არ­ქის გვერ­დით ყოფ­ნა მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ რაც იყო, ის ყვე­ლა­ფერს აღე­მა­ტე­ბო­და.

- რო­გო­რი იყო პატ­რი­არ­ქი ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი სა­პატ­რი­არ­ქო­ში?

- ეზო­ში ჩა­მოს­ვლა უყ­ვარ­და და სა­პატ­რი­არ­ქოს შე­ნო­ბას წრე­ებს ვურ­ტყამ­დით. მა­შინ ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი არ იყო. ეზო­ში ხალ­ხი მოძ­რა­ობ­და. ერთხელ გა­ლავ­ნის გა­რეთ გა­ვე­დით, სა­დაც პა­ტა­რა სკვე­რი იყო, რო­მელ­საც ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, მცე­ნა­რე­ებს უყუ­რებ­და. მე­ო­რე მხა­რეს მა­გი­და იყო და ეტყო­ბა, უბ­ნე­ლე­ბი სვამ­დნენ... მოკ­ლედ, იმ ჯგუ­ფი­დან ერთ-ერთი ადგა და სწრა­ფად გა­მო­ე­შუ­რა ჩვენ­კენ. პატ­რი­არ­ქს მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ვე­დე­ქი, ის მარ­ცხნი­დან მო­დი­ო­და. და­ვი­ძა­ბე, ნე­ტავ, რა უნდა-მეთ­ქი?! პატ­რი­არ­ქს ხელი ჩემ­თვის მა­ჯა­ზე ეკი­და. გა­ვაშ­ვე­ბი­ნე და უცებ მარ­ცხნივ გად­მო­ვი­ნაც­ვლე, რომ გა­მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა ან და­მე­ჭი­რა, თუ რა­ი­მეს გა­ბე­დავ­და. ის ბიჭი უც­ბად მო­ვი­და, და­ი­ჩო­ქა, ფე­ხებ­ში ჩა­უ­ვარ­და და ეამ­ბო­რა. გააგრძელეთ კითხვა