“ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. ეს შეგრძნება ყოვლად მოულოდნელია...“ - თეონა თავართქილაძე - კვირის პალიტრა

“ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. ეს შეგრძნება ყოვლად მოულოდნელია...“ - თეონა თავართქილაძე

ჩვენ - ქეთო ანთიძის პოდკასტის სტუმარი იყო დიზაინერი თეონა თავართქილაძე. ისაუბრა თავის დიდ გამოცდილებაზე, დიზაინერობაზე ბნელ 90-იანებში, სტილზე, თავის მოვლაზე, დედობაზე, ბებიობაზე და არველაძეების დიდ და მეგობრულ ოჯახზე:

პარიზში სასწავლებლად, მაკა ასათიანთან ერთად- ეგ დრო რომ გავიხსენო, თან იყო ზღაპარი და თან ბევრ სირთულესთან დაკავშირებული. ზღაპარი რატომაც იყო, ალბათ ისედაც გასაგებია, 18 წლის ასაკში აღმოვჩნდით იმ სილამაზეში, რასაც ჰქვია პარიზი და თან იმ სფეროში, რაც იმ წუთას ძალიან გვაინტერესებდა. მაგრამ რთული იყო, იმიტომ რომ დავრჩით ცხოვრებასთან პირისპირ მარტოები. თან ბებიებში გავიზარდეთ ორივე და მარტო ცხოვრებისთვის სრულიად გამოუცდელები ვიყავით. შენ თვითონ რომ უნდა აკეთო ყველაფერი - საჭმელი მოიმზადო, გარეცხო, ძალიან გამოუცდელები ვიყავით. თან ახალ ქალაქში, ახალ ქვეყანაში, ახალ გარემოში, პატარები მაგისთვის... დღევანდელი 18 წლის გოგოები კიდევ უფრო სხვანაირად ფიქრობენ, აზროვნებენ და სხვანაირად დიდები არიან. მე მგონი, ჩვენ მაშინ ძაან პატარები ვიყავით...თან 90-იანები... ეს იყო პერიოდი, როდესაც ორ დღეში ერთხელ ვიგებდით რომელიმე ჩვენი მეგობრის გარდაცვალებას და შორიდან ეს კიდევ უფრო რთული გადასატანი იყო. ჩვენ არ მოვწყვეტილვართ საქართველოს და თბილისს. საქართველოს ახასიათებს ეგ, რომ ვერ მოწყდები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბნელოდა და პარიზი ძაან განათებული იყო, მაინც ყველა არდადეგებზე თბილისში მოვდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდათ ჩვენს მშობლებს, რომ ჩამოვსულიყავით... მაინც ბნელ თბილისში გვიხაროდა ყოფნა.

maka-1777194760-1777271048.jpeg

თავის მოვლა და ასაკი

თავის მოვლა, უკავშირდება უფრო ჰიგიენას, რომ კანი უნდა იყოს სუფთა, დაბანილი სპეციალური საშუალებით. მერე ph ბალანსი რომ აღდგეს და კანი არ გამოშრეს - დამატენიანებელი. და მზისგან დამცავი. ეს არის სამი პროდუქტი, რომელიც უნდა ჰქონდეს დაახლოებით 15 წლიდან მაინც ქალს და უკვე შემდეგი პროდუქტები რაც ემატება, უკვე ასაკთან ერთად. ასაკის მატებას ვგრძნობ ბევრ რამეში, მაგრამ ამ ასაკის მატებას იმდენი რაღაც ახალი, თავისი გასაგიჟებელი რაღაცები აქვს. თუნდაც ბავშვები, პატარები, სეთი ახალი სიყვარულები ჩნდება, რომ ერთადერთი, რისიც გეშინია, ეს ყველაფერი მალე არ მორჩეს და როგორც ახლა ვარ ამ ბავშვებთან, თუნდაც ბებიის როლში, ამის ენერგია და თავი კიდევ დიდხანს მქონდეს.

განაგრძეთ კითხვა