რამდენი მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს თბილისის თავშესაფარში?! - ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 92 წლისაა - კვირის პალიტრა

რამდენი მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს თბილისის თავშესაფარში?! - ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 92 წლისაა

თბილისში, ლილოში მდებარე მუნიციპალურ თავშესაფარში, დღეის მდგომარეობით, 114 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, მათგან 71 მამაკაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 92 წლის არის.

„თბილისში, ლილოში, დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები, კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24 - საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა