"დაგვირეკონ ტელეფონზე!.." - რას ამბობს დონალდ ტრამპი ირანზე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები სურს, შეუძლია აშშ-ს დაურეკოს.
„თუ მათ სურთ საუბარი, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ. იცით, არსებობს ტელეფონი. მშვენიერი, უსაფრთხო ხაზები გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პირობაა, ირანმა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
„მათ იციან, რა უნდა იყოს შეთანხმებაში. ეს ძალიან მარტივია: არ შეუძლიათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრის მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა.
"ინტერპრესნიუსი"