რა ღირს ამ დროისთვის თბილისში ბინები?! - კვირის პალიტრა

რა ღირს ამ დროისთვის თბილისში ბინები?!

2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.8%-ით, ხოლო წლიურად 3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 2%-იანი მატება დაფიქსირდა. ეს კი მაშინ, როცა წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით კერძო საცხოვრისების ფასი 3.3%-იან მატებას აჩვენებს.

თუ უბნების მიხედვით ვიმსჯელებთ, 2026 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირდა და ფასი 1 კვ.მ-ზე საშუალოდ 6 814 ლარს შეადგენდა.

ამავე პერიოდში 1 კვ.მ ბინის ფასი ყველაზე დაბალი სამგორში იყო და საშუალოდ 3 651 ლარით განისაზღვრებოდა.

თბილისის რომელ უბანში გაძვირდა ბინები ყველაზე მეტად?

თუ გადავხედავთ საცხოვრებელი ბინების ფასების ცვლილებას დედაქალაქის უბნების მიხედვით, თბილისში წლიურად ბინა უკლებლივ ყველა უბანში გაძვირდა.

თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წლის განმავლობაში ბინის საფასურმა ყველაზე მეტად, 12%-ით კრწანისის რაიონში მოიმატა.

კერძოდ, საქსტატის მონაცამებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, 1 კვ.მ ბინის საშუალო ფასი დედაქალაქის უბნების მიხედვით, ასე გამოიყურებოდა:

მთაწმინდა - 6 814 ლარი;

ვაკე - 5 958 ლარი;

კრწანისი - 4 456 ლარი;

საბურთალო - 4 333 ლარი;

დიდუბე - 4 085 ლარი;

ნაძალადევი - 3 993 ლარი;

ისანი - 3 948 ლარი;

გლდანი - 3 775 ლარი;

სამგორი - 3 651 ლარი.

განაგრძე კითხვა