"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ფსევდოპროფესიონალური ჭინთვები ყველაფერია, პოლიტიკოსობის გარდა" - ნიკა გვარამია ფასების საკითხზე - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ფსევდოპროფესიონალური ჭინთვები ყველაფერია, პოლიტიკოსობის გარდა" - ნიკა გვარამია ფასების საკითხზე

"პირველადი მოხმარების სურსათზე გადასახადის დაწევა არარელევანტური რატომაა, ან საწვავზე აქციზის გაუქმება?", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"როგორც დროებითი ზომა გერმანელებმა შემოიღეს ახლახანს, კრიზისული ფასების დასტაბილურებამდე. პოლონეთმაც, ესპანეთმაც, პორტუგალიამაც, შვედეთმა, ლატვიამ.

არა, აბა ვიმსჯელოთ კარტელებზე, სოფლის მეურნეობის რეფორმაზე და "ქათამი უფრო ადრე იყო თუ კვერცხი". ამასობაში, შიმშილით ამოვხადოთ სული ფასებით გაუბედურებულ მოსახლეობას.

ზოგიერთს რომ ვუყურებ, ხელისუფლებაში რომ იყოს, თვითონაც ფასების შემსწავლელ კომისიას შექმნიდა, ოღონდ ქოცებივით პიარისთვის კი არა, სრული სერიოზულობით "საკითხის შესასწავლად".

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ფსევდოპროფესიონალური ჭინთვები ყველაფერია, პოლიტიკოსობის გარდა. პოლიტიკოსი ხარ თუ "დარგის ექსპერტი" უნდა ჩამოყალიბდე, როცა პროფესიად პოლიტიკოსობას ირჩევ. განსაკუთრებით, იურისტები, ეკონომისტები და დიპლომატები", - წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ: "როგორც ირკვევა, ხელისუფლება კი არ ყოფილა დამნაშავე ფასების ზრდაში, არამედ გადასახადები - ამას ამტკიცებს ოპოზიციაც და არაოპოზიციაც" - რომან გოცირიძე