რატომ აარიდა თავი მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიასთან შეხვედრას - მესამე პრეზიდენტის განცხადება
"დღეს ორი ე.წ. სასამართლო ჩამინიშნეს და დილის პროცესის შემდეგ, რამდენიმესაათიანი მოცდა მიწევდა სასამართლოს საკუჭნაოში "ზვიგენის საბოტაჟის" საქმის განხილვამდე. ამიტომ ჩემი სათქმელი დილასვე ვთქვი და ციხეში დავბრუნდი", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"ახლა ირკვევა, რომ საღამოს პროცესზე ნიკა მელია აპირებდა მოსვლას და ემზადებოდა ჩემთან სადებატოდ, მანამდე ნიკა ბოიკოტირებდა სასამართლოს. ხოდა ვიფიქრე, რომ კარგია რომ არ დავრჩი დღეს.
ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნებოდა დიქტატურის ტყვეების ვერბალური პაექრობა შუშის ვოლიერს შიგნით, როგორც რომში არენაზე დატყვევებული გლადიატორების.ეს არამხოლოდ უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებდა დიქტატორს, არამედ უპრეცედენტო იქნებოდა მსოფლიო პოლიტპატიმართა ისტორიაში, ასე რომ გადავრჩით და იმედია მომავალში არ ჩავიყენებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში.
ძალა ერთობაშია", - წერს სააკაშვილი.