პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო - კვირის პალიტრა

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო, - ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo News უკვე პირდაპირ ეთერშია“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყება X-ზე.

ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „პროგრამა სანდო რეპორტაჟებისა და ევროპული პერსპექტივის გადაცემას უზრუნველყოფს“.

„პროგრამა მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“, - აცხადებს პოლონეთის საგარეო უწყება.

"ინტერპრესნიუსი"