როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ მაკა ასათიანის ვაჟები - ბიზნესიმპერია, ფეხბურთი და ჩოგბურთი - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ მაკა ასათიანის ვაჟები - ბიზნესიმპერია, ფეხბურთი და ჩოგბურთი

მაკა ასა­თი­ა­ნის პერ­სო­ნის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ნელ­დე­ბა. თბი­ლი­სუ­რი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად მიჩ­ნე­უ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს, ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ რეს­პონ­დენ­ტად რჩე­ბა. მა­კას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ორ სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დად და ორ ქორ­წი­ნე­ბად იყო­ფა, რომ­ლე­ბი­და­ნაც მას სამი ვაჟი ჰყავს.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას­თან, დი­ზა­ი­ნერს ორი ვაჟი - კახი და ლე­ვა­ნი ჰყავს. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ, მა­კამ ცხოვ­რე­ბა ბიზ­ნეს­მენ კოტე გო­გე­ლი­ას და­უ­კავ­ში­რა, რო­მელ­თა­ნაც უმ­ცრო­სი ვაჟი, მა­მის სრუ­ლი ასლი - კონ­სტან­ტი­ნე შე­ე­ძი­ნა.

imagetools0-44233-1777357530.jpg

შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თადდღეს დი­ზა­ი­ნე­რის სა­მი­ვე ვაჟი უკვე ზრდას­რუ­ლია და ისი­ნი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ებ­ში - მას­შტა­ბურ ბიზ­ნეს­ში, ფეხ­ბურ­თსა და პრო­ფე­სი­ულ ჩოგ­ბურთში მკვიდ­რდე­ბი­ან. ნა­ხეთ, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ მაკა ასა­თი­ა­ნის მემ­კვიდ­რე­ე­ბი:

კახი ჟორ­და­ნია - მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გა­რი­გე­ბა თბი­ლი­სის ცენ­ტრში და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია

მა­კა­სა და მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას უფ­რო­სი ვაჟი, კახი ჟორ­და­ნია, უკვე დიდი ხა­ნია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. მისი სა­ხე­ლი ბოლო დროს ხმა­უ­რი­ან ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბას და­უ­კავ­შირ­და.

$85-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია "ლა­გუ­ნა ვე­რე­სა“ და აბ­რე­შუ­მის ფაბ­რი­კა­ში 2026 წლის თე­ბერ­ვალ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახი ჟორ­და­ნი­ას კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა DMG Group-მა კომ­პა­ნია "ნეო სითი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ შე­ი­ძი­ნა. ამ გა­რი­გე­ბით კა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი: სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სი "ლა­გუ­ნა ვერე“ და ყო­ფი­ლი აბ­რე­შუ­მის ფაბ­რი­კის ტე­რი­ტო­რია.

განაგრძეთ კითხვა