საპატრიარქო კანდიდატების დასახელების გარდა, კიდევ რა გადაწყდება სინოდის დღევანდელ სხდომაზე?! - მეუფე საბას განცხადება
ალბათ, თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა - გაფართოებული კრების თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ, თარიღიც დღეს გადაწყდება, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მეუფე საბამ აღნიშნა, შესაძლებელია, ინტრონიზაციის საკითხიც დღეს გადაწყდეს.
„დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია. ეს გასაკვირიც არ არის, როგორც იცით, ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომ ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ. ალბათ, თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა. ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება სამი კანდიდატი და შემდეგ გაფართოებულ კრებაზე იქნება არჩეული პატრიარქი. გაფართოებული კრების თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ, თარიღიც დღეს გადაწყდება. შესაძლებელია, ინტრონიზაციის საკითხიც დღეს გადაწყდეს“,- აღნიშნავს მეუფე საბა.
მეუფე საბამ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ, მეუფე დანიელ დათუაშვილთან და ასაკთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა: „მე პირადად, ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა“.
"ინტერპრესნიუსი"