“სო­ფელ­ში იმი­ტომ გა­და­ვე­დი, რომ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა უკვე აუ­ტა­ნე­ლია, მერე რა­ღაც ასაკ­ში სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე გინ­და. ჩი­ტე­ბის ჟღურ­ტუ­ლი, მამ­ლე­ბის ყი­ვი­ლი... “ - ეკა ნიჟარაძის “სახალხო ინტერვიუ“ თეატრზე, ოჯახსა და გადატანილ განსაცდელზე - კვირის პალიტრა

“სო­ფელ­ში იმი­ტომ გა­და­ვე­დი, რომ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა უკვე აუ­ტა­ნე­ლია, მერე რა­ღაც ასაკ­ში სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე გინ­და. ჩი­ტე­ბის ჟღურ­ტუ­ლი, მამ­ლე­ბის ყი­ვი­ლი... “ - ეკა ნიჟარაძის “სახალხო ინტერვიუ“ თეატრზე, ოჯახსა და გადატანილ განსაცდელზე

"მო­გე­სალ­მე­ბით. მე გახ­ლა­ვართ ეკა­ტე­რი­ნე ნი­ჟა­რა­ძე - მსა­ხი­ო­ბი, დედა, ბე­ბია და სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე“, - ასე და­ი­წყო Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი გა­და­ცე­მა. მსა­ხი­ობ­მა ეკა ნიჟ­რა­ძემ მის­თვის დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს. "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

nijaradze4-39569-1777361726.jpg

ანა:

- მო­გე­სალ­მე­ბით. მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს ბავ­შვო­ბა­ზე. რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვით? რო­გორც ვიცი, ცეკ­ვავ­დით...

- წყნა­რი, მშვი­დი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ცელ­ქიც. მა­შინ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობ­და ეზოს კულ­ტუ­რა და ეზო­ში დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და იქ თა­მა­ში. გან­ვიც­დი, რომ ეს ტრა­დი­ცია ახლა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ი­კარ­გა. არა­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შვი ბევრ რა­მეს სწავ­ლობს ეზო­ში, მოძ­რა­ობს...

დიახ, ვცეკ­ვავ­დი. ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე, სა­დაც 9 წლის ასაკ­ში ჩა­ვა­ბა­რე. ბე­ბი­ამ, დე­და­ჩე­მის დე­დამ შე­ამ­ჩნია, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და და არა მარ­ტო ბე­ბი­ამ. მა­ნამ­დე ჩემ­მა ფი­ზკულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ნიშ­ნა, ქალ­ბა­ტონ­მა მაკო ახვლე­დი­ან­მა, ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის და გახ­ლდათ, რაც მერე ბე­ბი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ასე აღ­მოვ­ჩნდი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი იყო.

ამით კი, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. მა­შინ სწავ­ლა რთუ­ლი იყო, ბა­ლე­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის რთუ­ლი დარ­გია დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს, მაგ­რამ მარ­თლა ბევ­რი რამ მომ­ცა. გა­მო­მი­მუ­შა­ვა ნე­ბის­ყო­ფა, - არ შე­გიძ­ლია? გე­ზა­რე­ბა? დაღ­ლი­ლი ხარ? ფე­ხე­ბი გაქვს პუ­ან­ტე­ბის­გან გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი? მა­ინც უნდა ჩაყო პუ­ან­ტში, მა­ინც უნდა დად­გე ძელ­თან და იმუ­შაო... მოკ­ლედ, კარ­გად და სა­ინ­ტე­რე­სოდ მახ­სოვს ის პე­რი­ო­დი. შემ­დეგ ის გა­მოც­დი­ლე­ბა ბევრ რა­მე­ში გა­მო­მად­გა, თუმ­დაც პრო­ფე­სი­უ­ლად. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ სხვა პრო­ფე­სია ავირ­ჩიე, ცეკ­ვა ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბო­და და დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ასე­ვე დავ­დი­ო­დი მუ­სი­კა­ზეც - 10 წელი მუ­სი­კას ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. აქ­ტი­უ­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და, - არა­ფერს ვიკ­ლებ­დი, არც სპექ­ტაკ­ლებს, არც კონ­ცერ­ტებს, არც ოპე­რას. ბევრ რა­მეს ვას­წრებ­დი, ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ დღეს თით­ქოს ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ას­წრებს. მა­შინ, მე და ჩემი თა­ო­ბის ბავ­შვე­ბი ასე ვი­ყა­ვით.

ლილი:

- ოჯა­ხი, სა­დაც იზ­რდე­ბო­დით, რა იყო იქ მთა­ვა­რი და რა მოგ­ყვე­ბათ დღემ­დე?

- დე­და­ჩე­მი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ქა­ლია. მალე 87 წლის გახ­დე­ბა და მის­თვის ყო­ველ­თვის პირ­ველ რიგ­ში ვართ შვი­ლე­ბი - სულ ასე იყო... დედა და მამა ადრე გა­ცილ­დნენ. მა­მა­ჩე­მი პი­ა­ნის­ტი გახ­ლდათ. ჰყავ­და სტუ­დენ­ტე­ბი, სახ­ლში თვი­თო­ნაც მე­ცა­დი­ნე­ობ­და, ჰქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი. ამი­ტომ დე­დას ძა­ლი­ან უჭირ­და ბავ­შვებ­ზე და მა­მა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, თან რთუ­ლი ფორ­მის დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და. შემ­დეგ, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს დას­ცილ­დნენ, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ჩემ­ზე და ჩემს ძმა­ზე გად­მო­ი­ტა­ნა. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბა, აღ­ზრდა, რა­საც დიდ დროს უთ­მობ­და. დიდი როლი მი­უ­ძღვის და ეს ჩვენს ოჯახს დღემ­დე მოჰ­ყვე­ბა. შემ­დეგ ჩემს შვი­ლებ­ზე გა­და­ერ­თო. ახლა ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ შვილ­თაშ­ვი­ლებს იმ­დენ ყუ­რა­დღე­ბას ვერ უთ­მობს, მაგ­რამ ყვე­ლას მა­ინც ტე­ლე­ფო­ნით გვა­კონ­ტრო­ლებს - ვინ რას ვა­კე­თებთ, რო­გორ ვართ...

განაგრძეთ კითხვა