"რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან კანდიდატი არსებობს" - მეუფე ზენონი პატრიარქის არჩევნებზე
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის განცხადებით, მას ჰყავს პატრიარქობის საკუთარი კანდიდატი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია სინოდის სხდომის მიმდინარეობაზე.
„ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ იმ პროცესზე, რომელიც იქნება სინოდზე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან კანდიდატი არსებობს. შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.
რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, იმიტომ, რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.
"ინტერპრესნიუსი"