ისტორიული სხდომა დაიწყო - დღეს წმინდა სინოდი სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს - კვირის პალიტრა

ისტორიული სხდომა დაიწყო - დღეს წმინდა სინოდი სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. ასევე, დაასახელებს გაფართოებული კრების თარიღს.

„კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა. რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! - სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

"ინტერპრესნიუსი"