16 წლის თორნიკე კვარაცხელიამ "დინამოს" მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა - რას გეგმავს ქეცბაია?
Geo Team -ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, ფეხბურთელმა თორნიკე კვარაცხელიამ “დინამო თბილისის“ მთავარ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მიიღო.“თემურ ქეცბაიამ 16 წლის თორნიკე კვარაცხელია დინამო თბილისის მთავარ გუნდთან ერთად დღეს პირველად ავარჯიშა.
მთავარი მწვრთნელი მომდევნო მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელის სამატჩო განაცხადში შეყვანასაც განიხილავს,“ - წერს Geo Team-ი.
- მანამდე, თბილისის "დინამოს" ახალ მწვრთნელად დანიშვნასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიას თორნიკე კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს კითხვა. ქეცბაიას ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა მას ძირითად გუნდში მოხვედრის შანსი.