"ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, მან გო­ნე­ბა და­კარ­გა" - რას ჰყვებიან 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა ბავშვის გაჩენის შემდეგ გაუარესდა - კვირის პალიტრა

"ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, მან გო­ნე­ბა და­კარ­გა" - რას ჰყვებიან 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა ბავშვის გაჩენის შემდეგ გაუარესდა

ორი შვი­ლის დე­დის, 20 წლის ას­მათ ბე­რი­ძის გა­დარ­ჩე­ნას ახლა თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში, კერ­ძოდ სამ­სუნ­ში ცდი­ლო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ას­მან ბე­რი­ძემ მე­ო­რე შვილ­ზე ბა­თუ­მის კლი­ნი­კა "ბა­ო­ში" იმ­შო­ბი­ა­რა, მას სა­კე­ის­რო კვე­თა გა­უ­კეთ­და, და­ი­ბა­და ახალ­შო­ბი­ლი, ალი­სია. ჰყავს ასე­ვე უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, 1 წლის და 2 თვის ანა­ბე­ლი.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კლი­ნი­კა­ში ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, მან გო­ნე­ბა და­კარ­გა. ამის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ გო­გო­ნას მე­ნინ­გი­ტი ჰქონ­და.

პა­ცი­ენ­ტი ბა­თუმ­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც კლი­ნი­კა­ში გან­მარ­ტავ­დნენ, სა­კე­ის­რო კვე­თა გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქალს მე­ნინ­გი­ტი უფიქ­სირ­დე­ბა.

მარ­თა­ლია კლი­ნი­კა­ში გან­მარ­ტავ­დნენ რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ოჯახ­მა ატე­ხა გან­გა­ში და ანა­ლი­ზე­ბი სას­წრა­ფოდ თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­აგ­ზავ­ნა. იქა­ურ­მა ექი­მებ­მა თქვეს რომ დრო არ უნდა და­კარ­გუ­ლი­ყო, რად­გან ანა­ლი­ზე­ბი ძა­ლი­ან ცუდი იყო. ოჯა­ხი გა­მო­სა­ვალს ეძებ­და, საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი თურ­ქეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რო­გორ­მე გო­გო­ნას გა­დაყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი­ყო.

ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ხერ­ხდა რე­ა­ნი­მო­ბი­ლით უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი 20 წლის გო­გოს თურ­ქეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა. იქ დახ­ვდა მათ ას­მა­თის მე­უღ­ლის დე­ი­და, ქალ­ბა­ტო­ნი მზია ზო­ი­ძე, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. ჩვენ სწო­რედ მას ვე­სა­უბ­რეთ, ქალ­ბა­ტო­ნი მზია, ამ­ჟა­მად ის ას­მა­თის მე­უღ­ლეს­თან, გი­ორ­გის­თან ერ­თად კლი­ნი­კა­შია და პა­ცი­ენ­ტის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს. მისი თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დის.

მზია ზო­ი­ძე, დე­ი­და:

- ას­მა­თის და გი­ორ­გის გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, სა­კე­ის­რო კვე­თა გა­უ­კეთ­და კლი­ნი­კა ბაუ-ში, ოპე­რა­ცია რომ გა­უ­კე­თეს, ამის შემ­დეგ ადგა ფეხ­ზე, კარ­გად იყო. აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ სა­კე­ის­რომ­დე მის­თვის ანა­ლი­ზე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, მერე უთ­ქვამს ას­მათს, თავი მტკი­ვაო, მი­უ­ცი­ათ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ღა­მით კი სა­წოლ­ში გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი ნა­ხეს. ამის მერე და­უ­რე­კეს ოჯახს, ვერ ვაღ­ვი­ძებ­თო და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მერე გა­და­წყდა თურ­მე მის­თვის თა­ვის გა­და­ღე­ბა, რად­გან იმ კლი­ნი­კა­ში არ იყო შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რა, გა­და­იყ­ვა­ნეს ჯერ ერთ, მერე მე­ო­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ახალ ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვი გოგო თურ­მე ოჯა­ხის წევ­რებ­მა რომ ნა­ხეს, სი­ცი­ვის­გან გა­ყი­ნუ­ლი იყო, რად­გან თბი­ლა­დაც არ ეფა­რა. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­შიც ჩანს, ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ი­ხა­დეს ქურ­თუ­კე­ბი და ის გა­და­ა­ფა­რეს, რომ რო­გორ­მე გამთბა­რი­ყო. გა­და­უ­ღეს ტო­მოგ­რა­ფია, და­აბ­რუ­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მერე გა­არ­კვი­ეს თურ­მე, რომ ეს გა­და­ღე­ბა კონ­ტრას­ტით არ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და ამი­ტომ ისევ დას­ჭირ­დათ წაყ­ვა­ნა და თა­ვი­დან გა­და­ღე­ბა. მოკ­ლედ ძა­ლი­ან ბევ­რი აწ­ვა­ლეს.

ვი­ცით რომ ცუდი ბაქ­ტე­რია შე­ეჭ­რა ორ­გა­ნიზ­მში, ცალ­სა­ხად ამას ექი­მე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია არ ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­ეჭ­რა სპი­ნა­ლუ­რი გა­უტ­კი­ვა­რე­ბის დროს. ეტყო­ბა გა­უ­ჭირ­დათ ნემ­სის გა­კე­თე­ბა. ამ­ჟა­მად აქვს მე­ნინ­გი­ტი, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში რომ გად­მო­იყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ხერ­ხდა მისი გად­მოყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში და მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დად ვართ ყვე­ლა­ნი. უფალს შევ­თხოვთ მის კარ­გად ყოფ­ნას. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნად გა­მო­ვა ორ­გა­ნიზ­მი­დან ეს ბაქ­ტე­რია. არა­ფე­რი არ ახ­სოვს, ვერც მე­ტყვე­ლებ­და, არც მეხ­სი­ე­რე­ბა ჰქონ­და, სა­კუ­თარ დე­და­საც ვერ ცნობ­და აქ რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, უკვე მე­ო­რე დღეს ცოტა ცნო­ბა­დო­ბა და­უბ­რუნ­და. ახლა უკვე გვცნობს, ცოტა ლა­პა­რა­კიც და­ი­წყო, დას­ტა­ბი­ლურ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, ისე­თი ექი­მე­ბი არი­ან ჩა­რე­უ­ლე­ბი, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად. რა გა­მო­ი­ა­რა ამ გო­გომ ეს დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კა­ში რომ მოვ­ყვე, დიდი დრო დამ­ჭირ­დე­ბა. ახლა მთა­ვა­რია გა­დარ­ჩეს და და­უბ­რუნ­დეს ჯან­მრთე­ლი მის მე­უღ­ლეს, შვი­ლებს, მშობ­ლებს, ყვე­ლას. ვრცლად