“11 წლის ბავშვია გარდაცვლილი. გზაზე გადადიოდა და ამ დროს მანქანა დაეჯახა" - შემზარავი ავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

“11 წლის ბავშვია გარდაცვლილი. გზაზე გადადიოდა და ამ დროს მანქანა დაეჯახა" - შემზარავი ავარიის დეტალები

ტრაგედია დატრიალდა დღეს საღამოს ბოლნისის სოფელ ცურტავში.

11 წლის ბავშვი, ელდერ გუსეინოვი სახლთან ახლოს გზაზე გადადიოდა, როცა მას სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი სასწრაფოდ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.

უმძიმესი ვითარებაა ახლა მარნეულში, კლინიკასთან, სადაც შეკრებილები არიან გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები და თანასოფლელები, ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

“11 წლის ბავშვია გარდაცვლილი. გზაზე გადადიოდა და ამ დროს მანქანა დაეჯახა. ექვს საათზე მოხდა ეს ტრაგედია. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მძღოლი ძალიან ჩქარა მოდიოდა, ჩემი ნათესავია ბავშვი, ძალიან განვიცდით ყველა. კლინიკაში მიიყვანეს ბავშვი, მაგრამ დაიღუპა. სახლთან მოხდა. მძღოლი ვინ არის არ ვიცით, ჩვენი თანასოფლელი არ არის. დიდი ტრაგედიაა”- ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის თამარისის, სოფელ ცურტავის და ფარიზის ადმინისტრაციულ ერთეულში ალი გურბანოვი.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)