სუპერმაგარი ამბავი: საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს სხდომაზე გადაწყდა, რომ ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.
საქართველომ და სომხეთმა ფიფა-ს მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს.
ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.