"მისი სახელი ოქროს ასოებით დაწერეთ" - რას ამბობენ პარიზელები და როგორ აფასებენ ფანები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ -მ "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
გუნდები ასეთი ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:
- პსჟ - საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.
- "ბაიერნი" - ნოიერი, დევისი, ტა, უპამეკანო, სტანიშიჩი, პავლოვიჩი, კიმიხი, დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი.
თამაში ფეხბურთის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი გამოვიდა. მატჩში საერთო ჯამში 9 გოლი გავიდა. პარიზელებმა 5-4 მოიგეს. პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
პარიზელმა ქომაგმა "კვარა" მოედნიდან დამსახურებული აპლოდისმენტებით გააცილა.
სოციალურ ქსელებში კი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებული გულშემატკივრის კომენტარები არ წყდება: