ზაფხულში Wizz Air-ის რეისები შესაძლოა, ბოლო წუთს გაუქმდეს?! - საწვავის კრიზისი - კვირის პალიტრა

ზაფხულში Wizz Air-ის რეისები შესაძლოა, ბოლო წუთს გაუქმდეს?! - საწვავის კრიზისი

უახლოეს მომავალში უნგრული Wizz Air შესაძლოა, საწვავთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.

როგორც გამოცემა Express საბროკერო კომპანია XTB-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, საწვავის დეფიციტის გამო ევროპულ ავიაკომპანიებს შორის ყველაზე მეტად Wizz Air დაზარალდა. როგორც ცნობილია, მსოფლიოში ავიასაწვავის დეფიციტი ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ გამოიწვია.

არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ Wizz Air-ის საწვავის რისკის ჰეჯირების მაჩვენებელი მხოლოდ 55%-ია, RyanAir-ის - 80%, Lufthansa-ს - 77%, ხოლო EasyJet-ის - 70%. ეს კი ნიშნავს, რომ უნგრული ავიაკომპანია პირველი იქნება, რომელიც საწვავის ფასების ზრდის წინაშე აღმოჩნდება.

როგორც ცნობილი ხდება, Wizz Air ამჟამად მნიშვნელოვან ზარალს განიცდის ყველა დაუზღვეველ რეისზე.

„მიმდინარე ზაფხულში მგზავრებს შესაძლოა, ბოლო წუთს გაუუქმდეთ რეისი“, - აღნიშნავენ XTB-ის ანალიტიკოსები.

ამასთან, საბროკერო კომპანიის ანალიტიკოსების მოსაზრებით, Wizz Air-ი დილემის წინაშე დგას, რომლისთვისაც კარგი გამოსავალი არ არსებობს: კომპანიამ ან ზარალით უნდა იფრინოს, ან შეამციროს მარშრუტების ქსელი და დაკარგოს აეროპორტებში მნიშვნელოვანი სლოტები.

განაგრძე კითხვა