დათო ლიკლიკაძეს ილჰამ ალიევის როლში ვიხილავთ
დათო ლიკლიკაძე კიდევ ერთ საინტერესო და, შესაძლოა, ყველაზე გამორჩეულ პროექტში გამოჩნდა - ქართველი ინფლუენსერი საერთაშორისო კინოპროექტში მონაწილეობს და, რაც ყველაზე მეტად იწვევს ინტერესს, ეკრანზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, Ilham Aliyev-ის როლს ასრულებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა პოსტმა სწრაფად მიიპყრო ყურადღება. ლიკლიკაძე აუდიტორიას ინტრიგით მიმართავს:„ჯერ ამ ფოტოებით დავიწყოთ. აბა ვის როლში მიღებენ? (ცნობისთვის ფილმი უკვე გამოვიდა საერთაშორისო ეკრანებზე)....ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა გერმანულ-აზერბაიჯანულ ფილმზე, სადაც პრეზიდენტ ალიევის როლში გადამიღეს.და ეს შესაძლებელი გახდა რამდენიმე ძვირფასი ადამიანის წყალობით, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები“ - წერს დათო ლიკლიკაძე.

გამოქვეყნებულ ფოტოებში დათო სრულიად განსხვავებული იმიჯით ჩნდება - მკაცრი გამომეტყველება, ოფიციალური სტილი და ვიზუალური ტრანსფორმაცია, რომელიც აშკარად მიანიშნებს პოლიტიკურ ფიგურაზე. სწორედ ამ დეტალებმა გააჩინა ეჭვი, რომ საქმე კონკრეტული ისტორიული თუ თანამედროვე პერსონაჟის განსახიერებას ეხება, რაც მოგვიანებით დადასტურდა.


ფილმის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე სრულად არ საჯაროვდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პროექტი საერთაშორისო ეკრანებზე გამოვიდა.