"სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე, მაგრამ..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე
სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე - შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის ერთადერთი განსხვავებაა, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობს და და სახელმწიფო მინისტრი დაკავებულია კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე.
„რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივადაა, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილება სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს, ამ თანამდებობა დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. სინამდვილეში, ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით.
როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს რამდენად არაკომპეტენტურები არიან ისინი. სინამდვილეში, ერთადერთი განსხვავებაა მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობს და და სახელმწიფო მინისტრი დაკავებულია კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე. ჩვენი კანონმდებლობით, სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე. როდესაც ასეთ დროს, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ, რომ სამინისტრო სუსტად არის წარმოდგენილი, მათ კომპეტენციაზე მეტყველებს.
შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქცია. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული“, - აღნიშნა კობახიძემ.
"ინტერპრესნიუსი"