საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - რა ფასებია სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე - კვირის პალიტრა

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - რა ფასებია სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო 4 დღეში დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა.

შედეგად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის ღირებულება 32 თეთრიდან 1.01 ლარამდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა ღირებულება, მარტიდან, მას შემდეგ, რაც საწვავმა გაძვირება დაიწყო ქვეყანაში: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)

Gulf (ბოლო 4 დღეში ზრდა 10 თეთრით; 7 მარტიდან ზრდა 51-დან 94 თეთრამდე)

G-Force სუპერი - 4.09 ლარი (3.53 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 56 თეთრით;

G-Force პრემიუმი - 3.69 ლარი ( 3.07 ლარი იყო), 7 მარტიდან ზრდა 62 თეთრი;

G-Force ევრო რეგულარი - 3.55 ლარი (2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 58 თეთრით;

ევრო რეგულარი - 3.43 ლარი (2.92 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 51 თეთრით;

G-Force ევრო დიზელი - 4.07 (3.13 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 94 თეთრით;

ევრო დიზელი - 3.97ლარი ( 3.35ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 62 თეთრით.

Wissol (ბოლო 4 დღეში ზრდა 10 თეთრით; 7 მარტიდან ზრდა 54 თეთრიდან 1.01 ლარამდე)

ეკო სუპერი - 4.08 ლარი ( 3.54 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 54 თეთრით;

ეკო პრემიუმი - 3.68 ლარი (3.12 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 56 თეთრით;

ეკო დიზელი - 4.22 ლარი (3.23 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 99 თეთრით;

ევრო დიზელი - 4.19 ლარი (3.18 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 1.01 ლარი.

ევრო რეგულარი -3.53 ლარი ( 2.97 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 56 თეთრით.

Socar ( ბოლო 4 დღეში დამატებით აღარ გაზრდილა; 7 მარტიდან ზრდა 32-დან 94 თეთრამდე)

ნანო სუპერი - 3.87 ლარი (3.55 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 32 თეთრით;

ნანო პრემიუმი -3.55 ლარი ( 3.11 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 44 თეთრით;

ნანო ევრო რეგულარი - 3.39 ლარი ( 2.95 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 44 თეთრით;

ევრო 5 დიზელი - 3.92 ლარი (2.99 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 93 თეთრით;

ნანო ევრო 5 დიზელი - 4.02 (3.08 ლარი იყო), 7 მარტიდან გაიზარდა 94 თეთრით.

განაგრძე კითხვა