“როცა ხალხს, ჩვენს დროში, ბიბლიიდან გადმოსული პერსონაჟი ჰგონიხარ, ესე იგი ჰგავხარ შენ იმას, ვისაც მსახურობ - ქრისტეს!... “ - რას წერენ სოციალურ ქსელში მეუფე ისაიაზე - კვირის პალიტრა

“როცა ხალხს, ჩვენს დროში, ბიბლიიდან გადმოსული პერსონაჟი ჰგონიხარ, ესე იგი ჰგავხარ შენ იმას, ვისაც მსახურობ - ქრისტეს!... “ - რას წერენ სოციალურ ქსელში მეუფე ისაიაზე

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდისადმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საპატრიარქო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილი გამოთქვა, თუმცა წმინდა სინოდის უმრავლესობის კენჭისყრით საკითხების განხილვის შეწყდა. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არა ერთი პოსტი გავრცელდა. გთავაზობთ ლევან შერმადინის ვრცელ წერილს მეუფე ისაიას ღვაწლზე:

682715469-10234983480021744-9087060334545605663-n-1777459872.jpg

“როდესაც საოცრად მშვიდი, სათნო და ამავდროულად გაუტეხელი, მებრძოლი სულის ვაჟკაცი, გაცვეთილი ბერის ჩოხით წლებია ოკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი სიცოცხლის ფასად დარაჯობ. როცა ვერცერთ შენს მღვდელ - მონაზონს, მსახურების თუ წესის აგების შემდეგ, ვერავინ შეჰკადრებს თანხის მიცემას. როცა შენს ეპარქიაში, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის შენი სამღვდელო წოდება, იერარქია და დღემდე, როგორც რიგითი მღვდელი, ემსახურები მრევლს: მიცვალებულის წესის აგება, ნათლობა, ჯვრისწერა, რომელი მსახურებაც, როგორც მღვდელმთავარს, ოფიციალურად აღარ გეკუთვნის. როცა საკუთარი ხელით გაქვს აშენებული ეპარქიაში ყველა შენობა- ნაგებობა! როცა თავად ხარ იმ ავტობუსის მძღოლი, რომელიც გაყიდული ჯიპის სანაცვლოდ შეუძინე სოფელს და წლები დაგყავს ნიქოზიდან თბილისში ბავშვები ხატვაზე. როცა საოკუპაციო ხაზთან, ერთ არაფრით გამორჩეულ, ომისგან დაცლილ, სოფელ ნიქოზში, საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის ჩატარებას დაუდებ საფუძველს და ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება მსოფლიოს წამყვანი ანიმატორებისთვის, ღირსება და პატივი გახდება. როცა საოკუპაციო ხაზთან, ერთ არაფრით გამორჩეულ სოფელში, ააშენებ სამხატვრო სკოლას. გააკეთებ თოჯინების თეატრს, ჩამოაყალიბებ სიმღერის, კერამიკის, გალობის, ხალხური საკრავებს წრეს. როცა ქვეყანაში, მხოლოდ შენს დაქვემდებარებაში მყოფ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება შენი იურისდიქცია და ქართულად აღესრულება მღვდელმსახურება. როცა მიტროპოლიტებიდან იმითაც ხარ გამორჩეული, რომ არასოდეს არ გიკეთებია ბიზნესი, როცა ვაჭრობა და აღებ-მიცემობა უცხოა შენთვის. როცა ვერავინ, ვერც საერო და ვერც სასულიერო ცხოვრების პერიოდის დროს, ვერცერთ გადაცდომას, სამხილს ვერ დადებს შენზე., როცა ათონის მთაზე ჩახვალ მიტროპოლიტი ისე რომ არავის ეცოდინება შენი ტიტული და იქ, ადგილობრივ ბერებთან ერთად, როგორც მორჩილი იმსახურებ.

681883179-3933304846801262-191475371328694477-n-1777459086.jpg

683595684-3933304560134624-6174796416842161628-n-1777459188.jpg

683610512-3933304533467960-7306374238174362180-n-1777459223.jpg

როცა აგვისტოს ომის დროს ბომბები ცვივა ეკლესიის ეზოში და შენ იესოს ჯვრით დგახარ შენს მორჩილებთან ერთად და უკან არცერთი ნაბიჯთ არ იხევ. როცა აგვისტოს ომის დროს, პატრიარქს უარს განუცხადებ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებაზე და ეტყვი ,,ჩემ ხალხს, ჩემ ქვეყანას აქ ვჭირდები და უფლება არ მაქვს ესენი მივატოვო”. როცა პირველი ხარ, რადგან ყველას მსახური ხარ! როცა აფხაზეთის ომის დროს, ის ავადსახსენებელი ჭუბერი გაქვს ფეხით გადმოვლილი და საკუთარ ტყავზე გაქვს გამოცდილი მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს იქ ტრიალებდა და ამაზე არსად, არასოდეს არავისთან საუბრობ. როცა ხალხს, ჩვენს დროში, ბიბლიიდან გადმოსული პერსონაჟი ჰგონიხარ, ესიგი ჰგავხარ შენ იმას, ვისაც მსახურობ - ქრისტეს!იმათ იდარდონ ვინც გუშინ სინოდის სხდომაზე მეუფე ისაიას ღვაწლი და შრომა არ დაინახეს, ( წმინდა კაცს წმინდა ირჩევს) თორემ ჩვენ, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც გვქონია მასთან შეხვედრის ბედნიერება, მისი სახით უკვე გვყავს ყველაზე ძვირფასი მამა, ძმაკაცი, მეგობარი, გვერდში მდგომი, გულის მესაიდუმლე, სულის მკურნალი, უღალატო მსახური, ჭირის გამზიარებელი და გაუტეხელი ვაჟკაცი.

683800155-3933305046801242-6282938849399907054-n-1777459108.jpg

681183999-3933314116800335-8600625661396664156-n-1777459159.jpg

682725369-3933314113467002-6696910411200414003-n-1777459256.jpg

ეს სტატუსები კი დამიჯერეთ, ბევრად აღემატება საჯარო, პრივილეგირებულ რეგალიებს, ჩინ მენდლებს და ბაფთიან ორდენებს. ერთხელ ერთ-ერთ ტაძარში მითხრეს : ,,მიტროპოლიტი როგორც გამოჩნდება დაიჩოქეთ, თავი დახარეთ და მარჯვენა ხელზე ეამბორეთო''..ეგ რანაირად მეთქი გავიკვირვე. როგორ კაცო შენ მიტროპოლიტი არ გყავს აქამდე ნანახიო ? კი მყავს ნანახი მაგრამ ჩვენ ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიას რომ დავინახვთ მივდივართ ვეხუტებით და ვეფერებით მეთქი.- ყველაზე დიდი ჯილდო და თანამდებობა ხალხის სიყვარულია!როდესაც გულისმიერი კავშირით ხარ უფალთან დაკავშირებული, უცხოა შენთვის ამ სოფლის ცბიერება, უკუღმართობა, უწესობა, უმსგავსობა, ხრიკები, კუდის ქიცინი. ვერავინ ვერ გმართავს, ვერავის ლაქია ვერ იქნები და სწორედ ამიტომ ეშინიათ შენი!

679187008-3933305430134537-3601953562031422014-n-1777459128.jpg

ზოგიერთებს ბევრი რამ აქვთ დასაკარგი-ამ ცხოვრების სიამტკბილობებს ვერ ელევიან.მადლობა შენ მეუფეო, ამ მძიმე ჟამს, შენი არსებობით გვაძლევ იმედს, რომ უპირობო სიყვარული და სიკეთე ჯერ კიდევ არსებობს და შენ ხარ თავად ამის ნათელი მაგალითი, რომ ყველაფერი, ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. რომ უფლის ძიებას, პატიების სწავლას, სიმშვიდის, სილამაზის შეგრძნებას და საკუთარ ეგოსთან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!,,ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ‘’ - მრავალჟამიერ, ჩვენი დროის გმირ მეუფე ისაიას!!!“