"ჯანდაცვის მინისტრს სიტყვა „ავადმყოფი“ სალანძღავ და შეურაცხმყოფელ სიტყვად მიაჩნია და მარტო ეს არის მისი დიაგნოზი" - გიორგი შარაშიძე - კვირის პალიტრა

"ჯანდაცვის მინისტრს სიტყვა „ავადმყოფი“ სალანძღავ და შეურაცხმყოფელ სიტყვად მიაჩნია და მარტო ეს არის მისი დიაგნოზი" - გიორგი შარაშიძე

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯანდაცვის მინისტრს სიტყვა „ავადმყოფი“ სალანძღავ და შეურაცხმყოფელ სიტყვად მიაჩნია - მარტო ეს არის მისი დიაგნოზი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სარჯველაძემ მისთვის განკუთვნილი დრო დემაგოგიისთვის გამოიყენა.

„სამწუხაროდ, „ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქართველოს ჰყავს ჯანდაცვის ისეთი მინისტრი, როგორიც „ოცნების“ რეჟიმის პირობებში უნდა ჰყავდეს. ეს არის სამწუხარო რეალობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯანდაცვის მინისტრს სიტყვა „ავადმყოფი“ სალანძღავ და შეურაცხმყოფელ სიტყვად მიაჩნია. მარტო ეს არის მისი დიაგნოზი, ისევ სამედიცინო ენაზე რომ ვისაუბროთ. სხვა დანარჩენზე რა გითხრათ მართლაც, რით გაგახაროთ. სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ სრული დემაგოგია. გასაგებია, შეიძლება არ ეთანხმებოდე რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე, კონკრეტულად ამ მედიკამენტების შეძენას, მაგრამ სხვა გზა ხომ არსებობს, რეაბილიტაცია არსებობს, რაღაცა კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს და ასე ღვთის ანაბარა დატოვა ეს ოჯახები. ეს დრო, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი, გამოიყენა დემაგოგიისთვის, ჩვენზე თავდასხმისთვის. რა თქმა უნდა, სიმართლე არის მწარე. ამ სიმართლის გაგონება ამ დარბაზში აქამდეც ბევრჯერ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ. მათი ეს ისტერიკა, რაც მწარე სიმართლეს მოჰყვება, პირდაპირ ადასტურებს, რამდენად სტკივათ ეს მწარე სიმართლე,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში გამოსვლისას, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ქცევა ავადმყოფურია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა