ჩამოდის თუ არა საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი?! - აშშ-ის საელჩოს განცხადება - კვირის პალიტრა

ჩამოდის თუ არა საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი?! - აშშ-ის საელჩოს განცხადება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილის სონატა კოლტერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ გამოცხადებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის და ვიზიტის დეტალების გარკვევის მიზნით „ინტერპრესნიუსმა“ აშშ-ის საელჩოს საქართველოში შესაბამისი კითხვით მიმართა.

„ამ დროისთვის ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი“, - უპასუხეს „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ის საელჩოში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოდის.

"ინტერპრესნიუსი"