84 ხმით 10-ის წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს - კვირის პალიტრა

84 ხმით 10-ის წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 84-ხმით ( 10 - წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული პროექტის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს.

სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. მის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

"ინტერპრესნიუსი"