ორგზის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს ლაშა ბე­ქა­ურს ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა - რა ინფორმაცია ვრცელდება? - კვირის პალიტრა

ორგზის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს ლაშა ბე­ქა­ურს ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ორგზის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს ლაშა ბე­ქა­ურს ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა მას შემ­დეგ, რაც თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მხრის კუნ­თი გა­ი­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის იჭი­და­ვა, ტრავ­მის გამო გა­მარ­ჯვე­ბა ვერ შეძ­ლო.

მე­დი­ა­ში ბე­ქა­უ­რის ტრავ­მის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც ვრცელ­დე­ბო­და.

beqauri-1777475556.jpg

რო­გორც “ჯუ­დოს დღი­უ­რე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, მას ოპე­რა­ცი­ას 5 მა­ისს, საფ­რან­გეთ­ში გა­უ­კე­თე­ბენ.

“სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ბე­ქა­ურს მხრის ოპე­რა­ცი­ას 5 მა­ისს, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბურ­ჟი­ში მდე­ბა­რე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ჩა­ი­ტა­რებს.

ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი პა­რიზ­ში 3 მა­ისს, თან­მხლებ ექიმ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რე­ბა. ოპე­რა­ცია ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან, ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ექიმ­მა ნიკა ხუნ­გუ­რუ­ამ და­გეგ­მა და მას მხრის ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით წამ­ყვა­ნი ფრან­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.