ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზე?! - მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 126 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
"ინტერპრესნიუსი"