ილია მეორის კარნახით გაკეთებული აქამდე უცნობი ჩანაწერი მოსაყდრეზე და პატრიარქობის კანდიდატებზე - ანდრია ჯაღმაიძე ხელნაწერს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

ილია მეორის კარნახით გაკეთებული აქამდე უცნობი ჩანაწერი მოსაყდრეზე და პატრიარქობის კანდიდატებზე - ანდრია ჯაღმაიძე ხელნაწერს აქვეყნებს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ხელნაწერს აქვეყნებს.

„კათოლიკოს-პატრიარქის კარნახით, მოსაყდრის გამორჩევის მეორე დღეს, გაკეთებული ჩანაწერი. 24.11.2017 წ.“ - წერს ჯაღმაიძე.

გთავაზობთ ეპიზოდს ამ ჩანაწერიდან.

„როდესაც პატრიარქი დგება თანამდებობაზე, მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა მოთქმას.

არის შემთხვევები როდესაც იკარგება ანდერძი. მაგ. ჩემს შემთვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა.

ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა.

684478047-26566940232967009-1715651835440940666-n-1777533130.jpg

ეს რომ არ მომხდარიყო, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე.

მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს. შედგება გეგმა. ეს უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა. პატრიარქის და სინოდის დამხმარე. პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ. პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე.

პიმენი რომ გარდაცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე. იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილ იქნა მოსაყდრე ფილარეტი.

რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წამოადგინოთ კანდიდატურა. ურთიერთობა ხალხთან, სამღვდელოებასთა, რომ გაძლიერდეს ელოცვა“ - წერია ჩანაწერში.