“შეპირებული ფირი საპატრიარქოს არქივიდან... უნდა დასრულდეს 9 წლიანი სპეკულაციები“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ანდრია ჯაღმაიძე
“შეპირებული ფირი საპატრიარქოს არქივიდან. 2017 წლის პირველი ნოემბერი, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტი პატრიარქთან. სრული ჩანაწერი, მისალმებიდან დამშვიდობებამდე. უნდა დასრულდეს 9 წლიანი სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთი ერთზე შეხვედრა ჰქონდა სტუმართან ამ ვიზიტის დროს და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან.“ - წერს სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძე და ვიდეოს აქვეყნებს