ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი "პირველი არხზე" არ იქნება - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი?!
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" "პირველ არხზე" ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას "პალიტრანიუსი" ავრცელებს.
"პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გახდა. კერძოდ, საბჭოს წევრების თქმით, "პირველმა" არხმა" მიიღო მონაწილეობა ფიფას ოფიციალურ პროცედურებში, თუმცა სხვა კერძო კომპანიამ უფრო დიდი თანხა შესთავაზა. შესაბამისად, "პირველმა არხმა" ტრანსლაციის უფლება ვერ მოიპოვა.
ამ დროისთვის უცნობია ის კერძო ტელეარხი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს აჩვენებს.