(ვიდეო) ქართული სული კარნეგი-ჰოლში - ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის ბრწყინვალე კონცერტი და ფინალში შესრულებული ყანჩელი - სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება - კვირის პალიტრა

(ვიდეო) ქართული სული კარნეგი-ჰოლში - ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის ბრწყინვალე კონცერტი და ფინალში შესრულებული ყანჩელი - სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება

ქართული კლასიკური მუსიკისთვის განსაკუთრებული დღეა - გიორგი გიგაშვილმა და ლიზა ბათიაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, Carnegie Hall-ში კონცერტი გამართეს.

“მუსიკოსებს - გიორგი გიგაშვილს (რომელიც გარდა უნიკალური პიანიატობისა, ყოველთვის მაოცებს მისი სამართლიანი და სწორი მოქალაქეობრივი პოზიციით) და ლიზა ბათიაშვილს... სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რამხელა სიამაყის შეგრძნება იყო მათი შეუადერებლი შესრულება, სავსე დარბაზი და გრანდიოზული აპლოდისმენტები. დასასრულს ერთ ბისს მოყვა მეორე, მეორეს მესამე და ბისზე შესრულებული ვაჟა აზარაშვილის და გია ყანჩელის ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი ნაწარმოებები, რისი მოსმენის შემდეგაც გული აუცილებლად აგიჩუყდებოდათ.გილოცავთ! მადლობა ამ სიამივნებისთვის და შეგრძნებებისთვის!“ - წერს ნოდიკო ტატიშვილი.

683817602-3871161463019106-2608976344093578005-n-1777543841.jpg