"ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც უდიპ­ლო­მო "პრე­ზი­დენ­ტი" და­ნიშ­ნა, ახლა უდიპ­ლო­მო­ბის გამო არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­დვი­ლი გმი­რი და წმინ­და ადა­მი­ა­ნი მე­უ­ფე ისა­ია არ და­უშ­ვა" - კვირის პალიტრა

"ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც უდიპ­ლო­მო "პრე­ზი­დენ­ტი" და­ნიშ­ნა, ახლა უდიპ­ლო­მო­ბის გამო არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­დვი­ლი გმი­რი და წმინ­და ადა­მი­ა­ნი მე­უ­ფე ისა­ია არ და­უშ­ვა"

ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც უდიპ­ლო­მო "პრე­ზი­დენ­ტი" და­ნიშ­ნა, ახლა უდიპ­ლო­მო­ბის გამო არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­დვი­ლი გმი­რი და წმინ­და ადა­მი­ა­ნი მე­უ­ფე ისა­ია არ და­უშ­ვა , - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მია, რო­მე­ლიც მის „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, პატ­რი­არ­ქის არ­ჩევ­ნე­ბის სცე­ნა­რი „დიდი ხა­ნია და­წე­რი­ლია ლი­უბ­ლი­ან­კა­ზე და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი გაშ­ვე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვილ­თან და ეკ­ლე­სი­ა­ში, აგენ­ტუ­რას­თან“."ძა­ლი­ან მიკ­ვირს მე­დი­ის, რო­მე­ლიც ისე აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს პატ­რი­არ­ქის ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის რუ­სულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, ვი­თომ მარ­თლა რა­ი­მე კონ­კრე­ტულ პრო­ცეს­თან გვქონ­დეს საქ­მე და ინ­ტრი­გა რჩე­ბო­დეს.

ამ "არ­ჩევ­ნე­ბის" სცე­ნა­რი დიდი ხა­ნია და­წე­რი­ლია ლი­უბ­ლი­ან­კა­ზე და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი გაშ­ვე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვილ­თან და ეკ­ლე­სი­ა­ში, აგენ­ტუ­რას­თან.

ისე სა­ხელ­მწი­ფოს მი­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ის მი­ტა­ცე­ბაც რომ გვაკ­ვირ­ვებს, ეგეც გა­საკ­ვი­რია. რო­გორც ამა­თი ზემ­დგო­მი რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ - "Потерявши голову по волосам не плачут".

ეს სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­წყო პოლ­კოვ­ნიკ ლე­ვან ვა­სა­ძის მიერ 9 წლის წინ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ით და სრულ­დე­ბა გე­ნე­რალ კი­რილ გუნ­და­ე­ვის და რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის უშუ­ა­ლო და ღია ჩა­რე­ვით. ნი­შან­დობ­ლი­ვია ისიც, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა რო­მელ­მაც "პრე­ზი­დენ­ტი" და­ნიშ­ნა უდიპ­ლო­მო, ახლა არ და­უშ­ვა არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­დვი­ლი გმი­რი და წმინ­და ადა­მი­ა­ნი მე­უ­ფე ისა­ია (ზუ­რაბ ჭან­ტუ­რია) უდიპ­ლო­მო­ე­ბის გამო.

ამის შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ეკ­ლე­სი­ის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა, რა­საც ილია II ბო­ლომ­დე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და რე­ჟი­მის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის.

არა უშავს, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს და თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­პო­ვებს ეკ­ლე­სი­აც“,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.