"ქუჩაში ნახეს ნაცემი... აღარ სუნთქავდა" - პოლონეთში სასტიკად მოკლეს 38 წლის ქართველი მამაკაცი: რა არის ცნობილი დანაშაულის დეტალებზე
პოლონეთის ქალაქ გოჟუვ-ვველკოპოლსკიში (Gorzów Wielkopolski) ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ქალაქის ცენტრში 38 წლის საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჭ.-ს, თავს დაესხნენ, რის შედეგადაც იგი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. შემთხვევის დეტალები გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 24-25 აპრილის ღამეს მოხდა. სამი ნაცნობი ქალაქის ცენტრში, ე.წ. „კიბეებთან“, დროს ერთად ატარებდა და ალკოჰოლს მოიხმარდა. მათგან ორმა იქვე გამვლელ საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელები მამაკაცს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა არეში სასტიკად სცემდნენ.
ცნობილია, რომ მოკლული მამაკაცი გიორგი ჭილაშვილია, ის თელავიდან იყო.ღამის 02:00 საათისთვის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ სუნთქავდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დაკავებულები და სასჯელი პოლიციამ ცხელ კვალზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა: 25 წლის გრაციან ფ. 23 წლის მარტინ კ. ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგინა.