“თვე­ე­ბია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მა­ლავს კრი­ტი­კულ ინ­ფორ­მა­ცი­ას... ეს სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცია და­ი­წყო...“ - გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

“თვე­ე­ბია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მა­ლავს კრი­ტი­კულ ინ­ფორ­მა­ცი­ას... ეს სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცია და­ი­წყო...“ - გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბოლო გან­ცხა­დე­ბა ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის ახალ „ნე­იტ­რა­ლურ" ად­გილ­ზე გა­და­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე „კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შოა. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფორ­მა­ტის დაშ­ლას ნიშ­ნავს და მძი­მე დარ­ტყმას აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას,- ამის შე­სა­ხებ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

გა­ხა­რი­ას თქმით, მისი პარ­ტია ითხოვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის­გან გან­მარ­ტოს, არის თუ არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე.„ჩვენ მო­ვი­თხოვთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან გან­მარ­ტე­ბას: არის თუ არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა ამ სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე? რო­გო­რია მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

თვე­ე­ბია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მა­ლავს კრი­ტი­კულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის (IPRM) შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ, მა­შინ, რო­დე­საც რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და მათი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე და იმე­დებს ჩორ­ჩა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ზი­ცი­ის გამო, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს.

განაგრძეთ კითხვა