თემურ ბაბლუანის ულამაზესი შვილიშვილი მოდის სამყაროს იპყრობს - ვინ არის ნასტასია ლეგრანი
ორი დღეა, მსოფლიო მოდის მოყვარულების ყურადღება, შანელის საკრუიზო კოლექციის ჩვენებისკენაა მიპყრობილი. ის სოციალურ სივრცეში, მათ შორის, ინსტაგრამზე ერთ-ერთი მთავარი ამბავია. ჩვენება 28 აპრილს გაიმართა. ამ ჩვენებაში ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი მონაწილეობდა. მოდის მოყვარულებმა ის 16 აპრილს ემილიო პუჩის კოლექციის ჩვენებაზეც იხილეს.

კადრები ჩვენებიდან
აპრილის თვე მოდელისთვის საინტერესოდ დატვირთული აღმოჩნდა. ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის სამოდელო კარიერა, ზუსტად ერთი წლის წინ, პარიზში დაიწყო, სადაც დაიბადა და ცხოვრობს. ის ქუჩაში სამოდელო სააგენტო Women-ის აგენტმა აღმოაჩინა...

თავდაპირველად ბაკალავრიატი დაასრულა, დაამთავრა ლიცეუმი, ხოლო სამი წლის შემდეგ სააგენტოს დაუბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა. მას შემდეგ მისი კარიერა სწრაფად განვითარდა: გამოჩნდა მოდის ინდუსტრიის წამყვანი ჟურნალების ყდებზე - WWD, POP Magazine, Harper’s Bazaar, Middle Plane Magazine და Système Magazine. ასევე მონაწილეობდა ედიტორიალურ ფოტოსესიებში: Holiday Magazine, Vogue Italia და Harper’s Bazaar France.