მამაკაცი, რომელიც ქუთაისში სანადირო თოფით დაჭრეს, გარდაიცვალა - დაკავებულია 2 პირი
ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 30 აპრილს, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ერთი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული შ.რ. და 1993 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა - 1985 წელს დაბადებულ ბ.ჟ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.