ცნობილია ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნა - “ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული“: რას გეგმავს მთავრობა? - კვირის პალიტრა

ცნობილია ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნა - “ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული“: რას გეგმავს მთავრობა?

არ­სე­ბობს არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პრაქ­ტი­კის დი­რექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც არის ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვა - დი­რექ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უნდა შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტმა იმუ­შა­ოს და შექ­მნას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო ამ სექ­ტორ­ში მო­თა­მა­შე კომ­პა­ნი­ებს შო­რის - ამის შე­სა­ხებ ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, შოთა ბე­რე­კაშ­ვილ­მა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, დას­კვნის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის რაც არას­წო­რად კეთ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ დღე­ში ვერ გას­წორ­დე­ბა და „ერთ დღე­ში მისი გას­წო­რე­ბა სა­ში­ში­ცაა”."არ­სე­ბობს ასე­თი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პრაქ­ტი­კის დი­რექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც არის ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვა და ამ დი­რექ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში არა­ერ­თი მსგავ­სი ცვლი­ლე­ბა და­ი­ნერ­გა სტრუქ­ტუ­რუ­ლად, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ასი­მეტ­რია, რაც არ­სე­ბობს ბა­ზარ­ზე მო­თა­მა­შე­ებს შო­რის, გას­წო­რე­ბუ­ლი­ყო და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გამ­ხდა­რი­ყო სა­მარ­თლი­ა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტუ­რი. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია არის, რომ ამ დი­რექ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უნდა შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტმა იმუ­შა­ოს და შექ­მნას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო ამ სექ­ტორ­ში მო­თა­მა­შე კომ­პა­ნი­ებს შო­რის. ეს არის სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დი. სექ­ტო­რი არის ძა­ლი­ან დიდი, ის შე­ად­გენს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის 21%-ს და რა­ი­მე აგ­რე­სი­უ­ლი ტი­პის ჩა­რე­ვა ქმნის სის­ტე­მურ რის­კებს. სის­ტე­მუ­რი რის­კე­ბი კი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კა­ზე.

აქ მიდ­გო­მა უნდა იყოს ძა­ლი­ან წერ­ტი­ლო­ვა­ნი და დე­ტა­ლებ­ში გა­წე­რი­ლი. სწო­რედ არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ვაჭ­რო­ბის პრაქ­ტი­კის დი­რექ­ტი­ვის ნა­წილ­ში უნდა მოხ­დეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ დო­კუ­მენ­ტის და­მუ­შა­ვე­ბა. დო­კუ­მენ­ტის და­მუ­შა­ვე­ბას ალ­ბათ რა­ღაც პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა, ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ესაა. თუმ­ცა იმპლე­მენ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დიც იქ­ნე­ბა, ეს რომ სის­ტე­მუ­რად გას­წორ­დეს.

განაგრძეთ კითხვა