ცნობილი თურქული სერიალები "ეშრეფის სიზმარი" და "მიწისქვეშ" დასანქცირდნენ - კვირის პალიტრა

ცნობილი თურქული სერიალები "ეშრეფის სიზმარი" და "მიწისქვეშ" დასანქცირდნენ

თურ­ქე­თის რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ (RTÜK) მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა რო­გორც პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ა­ლებ­ზე, ისე გლო­ბა­ლურ ციფ­რულ გი­გან­ტებ­ზე. მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ ძა­ლა­დო­ბის შემ­ცვე­ლი კონ­ტენ­ტის გამო უმ­კაც­რე­სი სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა, რაც ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„Eşref Rüya“ და „Yeraltı“ დარ­ტყმის ქვეშ

ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­არ­ხებ­ზე მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი სე­რი­ა­ლი "Eşref Rüya" (Kanal D) და სე­რი­ა­ლი „Yeraltı“ (NOW TV) თურ­ქე­თის რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს "შავ სი­ა­ში" მოხ­ვდნენ. საბ­ჭომ მი­იჩ­ნია, რომ ორი­ვე პრო­ექ­ტი შე­ი­ცავს სცე­ნებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და მის ნორ­მა­ლი­ზე­ბას უწყობს ხელს.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭოს წევ­რებ­მა ერ­თხმად მი­ი­ღეს, რის შე­დე­გა­დაც არ­ხებს შე­მო­სავ­ლის 2%-იანი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ. მე­დია მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს სან­ქცია აი­ძუ­ლებს სცე­ნა­რის­ტებს, სე­რი­ა­ლის ში­ნა­არ­სი რა­დი­კა­ლუ­რად „შე­არ­ბი­ლონ“, რათა პრო­ექ­ტე­ბი ეთე­რი­დან მოხ­სნას გა­და­ურ­ჩეს.

Netflix-ი და HBO Max-ი აი­ძუ­ლეს, ფილ­მე­ბი წა­შა­ლონ!

ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი მა­ინც სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მე­ბის დას­ჯა გა­მოდ­გა. RTÜK-მა არა მხო­ლოდ და­ა­ჯა­რი­მა ციფ­რუ­ლი გი­გან­ტე­ბი, არა­მედ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის თურ­ქუ­ლი კა­ტა­ლო­გი­დან ამო­ღე­ბა.

Netflix: სე­რი­ა­ლი „Trigger“;

Prime Video: ფილ­მი „Gangs of Lagos“;

HBO Max: პრო­ექ­ტი „Altın Çocuk“.

მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მა­უ­წყებ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს, რომ­ლე­ბიც კრძა­ლავს ძა­ლა­დო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას. პლატ­ფორ­მებს და­ე­კის­რათ ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბი და და­ე­ვა­ლათ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტენ­ტის სას­წრა­ფოდ წაშ­ლა.

განაგრძეთ კითხვა