"სიმსივნე აღმომაჩნდა, ერთი თირკმელი ამომაჭრეს...“ - ვახტანგ ხმალაძეს დახმარება ესაჭიროება - კვირის პალიტრა

"სიმსივნე აღმომაჩნდა, ერთი თირკმელი ამომაჭრეს...“ - ვახტანგ ხმალაძეს დახმარება ესაჭიროება

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა დის­შვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

"ჩემს ბი­ძას, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს, ფი­ზი­კოსს და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბას, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას მი­უ­ძღვნა, ახლა თქვე­ნი მხარ­ში დგო­მა სჭირ­დე­ბა. მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა. არ­ტე­რი­ის ეს კონ­ცერ­ტიც ამას ეძღვნე­ბა" - და­წე­რა თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

AMBEBI.GE ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გაგ­ვი­ზი­ა­რა:

"სიმ­სივ­ნე აღ­მო­მაჩ­ნდა თირკმელ­ზე... აქ ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს, ამომ­კვე­თეს თირკმე­ლი, თუმ­ცა თირკმლის გა­რეთ რა­ღაც სიმ­სივ­ნუ­რი დარ­ჩე­ნი­ლა, რო­მე­ლიც უნდა ამოკ­ვე­თი­ლი­ყო. არ ვიცი, ეს უცო­დი­ნა­რო­ბით მო­უ­ვი­დათ, თუ რა... ექი­მე­ბი ზუს­ტად ვერ ამ­ბო­ბენ, თირკმე­ლი იყო სიმ­სივ­ნის პირ­ველ­წყა­რო, თუ თირკმელ­ზე­და ჯირ­კვა­ლი. შემ­დეგ მო­მი­წია თურ­ქეთ­ში წას­ვლა, სა­დაც და­მი­ნიშ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბა, დას­ხი­ვე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წი­ნაა. არ ვი­ცით, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა დას­ხი­ვე­ბას, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა.

განაგრძეთ კითხვა