ტრაგედია ყვარელში - ავტოკატასტროფას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ყვარელში - ავტოკატასტროფას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"