4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები - კვირის პალიტრა

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები

მცხე­თა­ში, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნატ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას იქვე, ეზო­ში ყო­ველ­თვის ვჩერ­დე­ბი ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის, პო­ე­ტი­სა და მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის საფ­ლავ­თან. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და - თი­თო­ე­უ­ლის ნეშ­ტი იქ რო­გორ მოხ­ვდა, რო­დე­საც ასე­თი დამ­სა­ხუ­რე­ბის ადა­მი­ა­ნებს ძი­რი­თა­დად ამა თუ იმ პან­თე­ონ­ში კრძა­ლა­ვენ ხოლ­მე. რო­გორც გა­ირ­კვა, - მათ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბით, სი­ტყვით თუ საქ­მით ასე გა­და­წყვი­ტეს, თუ და­იმ­სა­ხუ­რეს - გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პან­თე­ო­ნის ნაც­ვლად, მო­ნას­ტრის ეზო­ში დაკ­რძა­ლუ­ლიყ­ვნენ და მო­ნას­ტრის ეზო­ში, იქ გარ­დაც­ვლი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გვერ­დით, არის: პოეტ მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლის, მწე­რალ ლე­ვან გო­თუ­ას, მწე­რა­ლი­სა და კი­ნო­რე­ჟი­სო­რის გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის და მსა­ხი­ობ ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძის საფ­ლა­ვე­ბი...

შე­იძ­ლე­ბა თუ არა მო­ნას­ტრის ეზო­ში სა­ე­რო პი­რის დაკ­რძალ­ვა? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ასე­თია: კურ­თხე­ვას კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია II გას­ცემს... ვეცნ­დე­ბით, მო­გიყ­ვეთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნეშ­ტი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში და აქვე თი­თო­ე­უ­ლის ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეპი­ზოდსაც გა­ვიხ­სე­ნოთ...

ლე­ვან გო­თუა

მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ლე­ვან გო­თუა მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტის, პე­და­გო­გი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ოჯახ­ში და­ი­ბა­და... იყო ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი, რის გა­მოც ცხოვ­რე­ბის 66 წლი­დან 22 სამ­შობ­ლოს­გან შორს, პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. "წი­თე­ლი" ტე­რო­რის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. "ღირ­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი გვინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, სამ­შობ­ლო­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბა კი "ჩე­კამ" დაგ­ვიხ­შო", - წერ­და ლე­ვან გო­თუა ოჯახს ერთ-ერთი პა­ტიმ­რო­ბი­სას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ბო­ლოს თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს, ჯა­შუ­შე­ბი მა­ინც მი­უ­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დაჰ­ყვე­ბოდ­ნენ. სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლიც კი ჰყავ­და მი­ჩე­ნი­ლი, რომ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, აკ­რძა­ლულ ლი­ტე­რა­ტუ­რა არ წა­ე­კი­თხა. 1946 წელს სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლად და ვორ­კუ­ტის შრო­მა-გას­წო­რე­ბით ბა­ნაკ­ში 10 წლით გა­ამ­გზავ­რეს... რო­გორც პა­ტი­მარს, წერა აუკ­რძა­ლეს, მაგ­რამ გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მწერ­ლო­ბის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია, რის­თვი­საც ხერ­ხს მი­მარ­თა: ელექტრი­კო­სო­ბა შე­ის­წავ­ლა და მა­ღა­რო­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის მონ­ტი­ო­რად მო­ე­წყო. შე­ვი­დო­და სატ­რანსფორ­მა­ტო­რო სად­გურ­ში, ჩაწ­ვე­ბო­და ტრანსფორ­მა­ტო­რის გვერ­დით ამო­თხრილ ორ­მო­ში, და­იდ­გამ­და სან­თელს და წერ­და. ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი ში­შით ვერ ბე­დავ­დნენ იქ შეს­ვლას, რად­გან კარ­ზე თა­ვის ქალა და­ა­ხა­ტა და ქვეშ მი­ა­წე­რა: "სა­სიკ­ვდი­ლოა". სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო "გმირ­თა ვა­რამ­ზე" მუ­შა­ო­ბა. მა­ღა­რო­ში გა­თხა­რა სა­მა­ლა­ვი, სა­დაც ნა­წე­რებს ინა­ხავ­და. ბა­ნა­კი­დან მათი გა­მო­ტა­ნა დიდ რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "გმირ­თა ვა­რა­მის" ორი­გი­ნა­ლი გა­ნად­გუ­რე­ბას ასე გა­და­ურ­ჩა... 55 წლის მწე­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და, ქა­ლაქ­გა­რეთ, არ­მაზ­ში და­სახ­ლდა, რომ მუ­შა­ო­ბის­თვის მეტი დრო ჰქო­ნო­და. წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა არ უყ­ვარ­და, უბ­რა­ლოდ, ასე ამ­ბობ­და: "სად არ მათ­რი­ეს, სად არ გა­და­მაგ­დეს, სად არ მაწ­ვა­ლეს. ყვე­ლა­ფერს რომ ჩავ­ყე­ვი და გა­ვიხ­სე­ნე, თვი­თონ გან­ვცვიფ­რდი, ნუთუ ყო­ვე­ლი მე მხვდა წი­ლად? ჩემს თავ­ზე მძი­მე ზღა­პარ­მა გა­და­ი­ა­რა. ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს ბევ­რზე ბევ­რია გა­და­სა­ტა­ნად და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც!" მწე­რა­ლი 1973 წლის თე­ბერ­ვალ­ში არ­მაზ­ში და­იკ­რძა­ლა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მცხე­თის სამ­თავ­როს ეზო­ში 2005 წლის 15 დე­კემ­ბერს გა­და­ას­ვე­ნეს.

მო­რის ფო­ცხიშ­ვი­ლი

პო­ე­ტის ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლია არა­ერთ უცხო­ურ ენა­ზე. აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობ­და სა­ბავ­შვო პო­ე­ზი­ა­შიც. მისი სტრი­ქო­ნე­ბი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ქარ­თვე­ლი კომ­პო-ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რებს... 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ შექ­მნილ­მა ლექსმა - "ვა­ჩუ­ქოთ ერ­თმა­ნეთს ტი­ტე­ბი", პირ­ვე­ლი­ვე სიმ­ღე­რად აჟ­ღე­რე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა... არის რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი. არას­დროს ყო­ფი­ლა ჩარ­ჩო­ებ­სა თუ შტამ­პებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო... მისი შვი­ლე­ბი არი­ან - მხატ­ვა­რი თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლი და რე­ჟი­სო­რი - ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი... თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლი: "ბოლო ორი თვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ფეხი უნდა მო­გაჭ­რა­თო რომ უთხრეს, სას­ტი­კი უარი თქვა. რო­გორც მო­ვე­დი ორი ფე­ხით, ღმერ­თთა­ნაც ისე უნდა წარვდგეო. სუ­ლი­ე­რად ემ­ზა­დე­ბო­და, გან­წმენ­დის გზა­ზე დად­გა. ჭკუ­ას გვა­რი­გებ­და. მე და­მი­ბა­რა, უა­რის თქმა ის­წავ­ლეო. ბა­სას უთხრა, - დე­და­შე­ნი და თამ­რი­კო სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, შენ მა­გა­რი ხარ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­თან­ხმდე, ფეხი მომ­კვე­თონ. მის­ცა ლექ­სე­ბი, გა­და­ხე­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა და­ი­ბეჭ­დო­სო. ასე­ვე დაგ­ვი­ბა­რა, მცხე­თა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­საფ­ლა­ო­ზე დამ­კრძა­ლეთ, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით, მცხე­თის მო­ნას­ტრის ეზო­ში და­იკ­რძა­ლა. მა­შინ სა­ე­რო პი­რე­ბი იქ არ იკ­რძა­ლე­ბოდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მო­რი­სის გვერ­დით ლე­ვან გო­თუა და­ა­საფ­ლა­ვეს. ეს ფაქ­ტიც უფ­ლის ნე­ბით მოხ­და. ლე­ვანს ჩვენს ოჯახ­თან დიდი ახ­ლობ­ლო­ბა აკავ­ში­რებ­და".

განაგრძეთ კითხვა