პროტესტი თბილისში: რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები და კურიერები?! - კვირის პალიტრა

პროტესტი თბილისში: რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები და კურიერები?!

კურიერები და ტაქსის მძღოლები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობას მართავენ.­

ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. როგორც კურიერები აღნიშნავენ, მათთვის მომსახურების არსებულ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია.

„ძალიან შეგვიმცირეს ანაზღაურება, არადა მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება. 3-4 ლარს როდესაც გიწერს ანაზღაურებას, ორ შეკვეთას რომ “მოგაბამს”, გიწერს 5 ლარს. ამ ფასში კვების ობიექტს ცალკე უნდა ელოდო, მომხმარებელს - ცალკე. ჩვენთვის ამ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია“, - აღნიშნავს კურიერი.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, როგორც ისინი აღნიშნავენ, მომსახურების დაბალ ტარიფთან ერთად უამრავი ადმინისტრაციული ჯარიმაა, რაც შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა