"მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ქო­მა­გო­ბი­თა და ზღვარსგა­და­სუ­ლი ინ­ტე­რე­სით, პი­რი­ქით და ირი­ბად ცდი­ლო­ბენ, და­აკ­ნი­ნონ ჩვე­ნი პა­ტივ­ცე­მუ­ლი მღვდელმთავ­რე­ბის ღირ­სე­ბა" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ქო­მა­გო­ბი­თა და ზღვარსგა­და­სუ­ლი ინ­ტე­რე­სით, პი­რი­ქით და ირი­ბად ცდი­ლო­ბენ, და­აკ­ნი­ნონ ჩვე­ნი პა­ტივ­ცე­მუ­ლი მღვდელმთავ­რე­ბის ღირ­სე­ბა" - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი, გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა) არის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და ნა­თე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით მოღ­ვა­წე მღვდელმთა­ვა­რი - მისი როლი ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო და არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ღრმად გვწამს, რომ ასე­ვე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც,- ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეკ­ლე­სი­ის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ნი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­აკ­ნი­ნონ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა.

"28 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის მი­მართ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო დიდი ინ­ტე­რე­სი. სამ­წუ­ხა­როდ, ვხე­დავთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ნი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­აკ­ნი­ნონ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის მი­მართ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა. თით­ქოს სი­კე­თი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის სა­ხე­ლით ექო­მა­გე­ბი­ან ჩვენ­თვის პა­ტივ­სა­ცემ მღვდელმთავ­რებს და ამით ცდი­ლო­ბენ, წმინ­და ეკ­ლე­სი­ის სი­სავ­სე­ში უთან­ხმო­ე­ბა, წყე­ნა და და­პი­რის­პი­რე­ბა და­თე­სონ.

კარ­გად ვხე­დავთ, რომ ამ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ქო­მა­გო­ბი­თა და ზღვარსგა­და­სუ­ლი ინ­ტე­რე­სით, პი­რი­ქით და ირი­ბად ცდი­ლო­ბენ, და­აკ­ნი­ნონ ჩვე­ნი პა­ტივ­ცე­მუ­ლი მღვდელმთავ­რე­ბის ღირ­სე­ბა.

ამ კონ­ტექ­სტში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის სი­სავ­სი­სათ­ვის გვინ­და, მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სის, გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ ან­დრი­ას (გვა­ზა­ვა) შე­სა­ხებ გან­ვმარ­ტოთ და ვთქვათ: სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდ­ში მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი, გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა) არის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და ნა­თე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით მოღ­ვა­წე მღვდელმთა­ვა­რი. ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­დე­ბუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­და­ეკ­ლე­სი­ას, თა­ვი­სი ზნე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ზნე­ობ­რი­ვი კო­მი­სი­ის წევ­რი. მისი როლი ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო და არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ღრმად გვწამს, რომ ასე­ვე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც“,- ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, "ფორ­მუ­ლამ" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მიტ­რო­პო­ლიტ ან­დრი­ას სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბა სურ­და, რა­შიც ხელი შე­უ­შა­ლეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ზნე­ობ­რი­ვი კო­მი­სი­ის წევ­რს, გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ ან­დრი­ას (გვა­ზა­ვა) რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტის­თვის გან­სა­ზღვრულ კრი­ტე­რი­უ­მებს, თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბა სურ­და, თუმ­ცა სი­ნო­დის წევ­რებ­მა ("TV ფორ­მუ­ლას" წყა­რო­თი მო­საყ­დრის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა) მას ზნე­ობ­რივ დარ­ღვე­ვა­ზე მი­უ­თი­თეს, სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მე­უ­ფე ან­დრი­ამ კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა.