"მოქალაქეებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ფასების შემცირება არ მოხდება"
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა „კარგი სამაგისტრო ნამუშევარია“, მაგრამ არა პოლიტიკური დოკუმენტი.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მოქალაქეები კომისიისგან ფასების შემცირებას ელოდნენ, თუმცა მიღებული შედეგი ამ მოლოდინებს ვერ პასუხობს.
„კარგი სამაგისტრო ნამუშევარია. ბიზნესმა რომ დაუკვეთოს რომელიმე კონსალტინგ კომპანიას ანალიტიკური და კვლევითი დასკვნა, დაახლოებით ასეთი დასკვნაა და არც ისე ცუდია ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. ხალხი მენეჯმენტ კონსალტინგის რჩევებს კი არ ელოდა. ხალხი ელოდა ფასების გაიაფებას“,- აცხადებს შარაშიძემ.
მისივე თქმით, კომისიის დასკვნა ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ფასებთან დაკავშირებით დაპირებებს.
შარაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად მიღებული ძირითადი მიგნებები, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის აუცილებლობა, უკვე დიდი ხანია ცნობილია.
„ოცნების“ საპარლამენტო გუნდი, ამ შემთხვევაში ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარის ხელმოწერით, ირაკლი კობახიძეს უგზავნის დასკვნას და ეუბნება: ბატონო, ირაკლი თქვენ ხართ მატყუარა ან ნაკლებად უარეს შემთხვევაში არაკომპეტენტური. ამდენს იმიტომ ვსაუბრობ კობახიძეზე, რომ ირაკლი კობახიძემ დაიწყო ეს კამპანია, ის არის ფასების კამპანიის შემოქმედი. ის, ამბობდა, რომ დასკვნამდეც გვექნება შედეგებიო. ერთდროულად რა თანავარსკვლავედებმა მოიყარა თავი კობახიძის თავზე არ ვიცი, რადგან როგორ შეიძლება შენმა საპარლამენტო გუნდმა დასკვნა გამოგიგზავნოს და შენივე ტყუილებში გამხილოს. რას ერჩიან ამ კაცს გაგვაგებინონ“,- განაცხადა შარაშიძემ. გააგრძელეთ კითხვა