დაპირისპირება 14 წლამდე ბავშვებს შორის - რა მოხდა თბილისში? - კვირის პალიტრა

დაპირისპირება 14 წლამდე ბავშვებს შორის - რა მოხდა თბილისში?

თბილისში, 175-ე სკოლის მიმდებარედ, მოსწავლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს შორის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა დაზიანება მიიღო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.