"მივედით დასკვნამდე, რომ საფრანგეთში 50%-ით ძვირია იდენტური პროდუქტის შეძენა - ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად"
ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელფასი არის ბევრად ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ბოლო კვარტლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი დაახლოებით 2400 ლარია, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2680 ევრო, რაც ძალიან დიდი სხვაობაა.
„ზოგადი სურათი არის ასეთი, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასეთ საერთო, ყველაზე საინტერესო ფასების კალათა, ფართო მოხმარების პროდუქტების, შევადარეთ საქართველოსა და საფრანგეთის ფასები, აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები და მივედით დასკვნამდე, რომ 50%-ით ძვირია საფრანგეთში იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად, უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. ეს არის ზოგადი სურათი. თუმცა არის გარკვეული ტიპის პროდუქტები, ეს არის უფრო მეტად კონკრეტული ბრენდის პროდუქტები, რომლებიც იდენტურია საქართველოში, მაგალითად კონკრეტული ბრენდის ყავა, ან შოკოლადის კარაქი, რომელიც რატომღაც ჩვენთან ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე საფრანგეთში. საერთო სურათი არის საპირისპირო, მაგრამ კონკრეტული პროდუქტები არსებობს, სადაც ფასები ბევრად უფრო ძვირია და აქ ჩასახედია დამატებით, ხომ არ არის ამის მიზეზი მაგალითად დისტრიბუტორის, იმპორტიორის მონოპოლიური მდგომარეობა ან გარკვეული კარტელური გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით. ფასები ჩვენთან ნომინალურად უფრო იაფია ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში, ევროს სხვა ქვეყნებში, მაგრამ მეორე მომენტია, რომ საქართველოში ხელფასი ბევრად ნაკლებია. ჩვენთან საშუალო ხელფასი დაახლოებით 4200 ლარია, საფრანგეთში საშუალოდ 2680 ევრო. დიდია სხვაობა. გააგრძელეთ კითხვა