"უჩა ზერაგია წავიდა..." - ნახევარი საუკუნე სცენაზე, ბრძოლა მძიმე დაავადებასთან და "მთავარი როლი", რომლითაც ნუგზარ ყურაშვილი მუდამ ემახსოვრებათ - კვირის პალიტრა

"უჩა ზერაგია წავიდა..." - ნახევარი საუკუნე სცენაზე, ბრძოლა მძიმე დაავადებასთან და "მთავარი როლი", რომლითაც ნუგზარ ყურაშვილი მუდამ ემახსოვრებათ

76 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის" თე­ატრმა გა­ავ­რცე­ლა. სწო­რედ ამ თე­ატ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო ის.

სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდამ 1972 წელს და­ამ­თავ­რა სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ქარ­თულ სცე­ნა­ზე იდგა. თბი­ლის­ში თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სო­ხუ­მის თე­ატ­რში გა­ა­ნა­წი­ლეს, სა­დაც სამი წელი იმუ­შა­ვა. დე­და­ქა­ლაქ­ში, რე­ჟი­სორ ლერი პაქ­საშ­ვი­ლის და­არ­სე­ბულ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში კი 1981 წლი­დან დღემ­დე მოღ­ვა­წე­ობ­და. 2017 წლის 14 იან­ვარს მისი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი ამა­ვე თე­ატ­რის შე­სას­ვლელ­თან გა­იხ­სნა. იმა­ვე წელს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში აღი­ნიშ­ნა მსა­ხი­ო­ბის სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 45 წელი, რად­გან ამ თე­ატრთა­ნაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს და ბე­ნე­ფისს იქაც იმ­სა­ხუ­რებ­და. თა­ვად კი არც თე­ატ­რა­ლურ რო­ლებს ით­ვლის, არც კი­ნო­რო­ლებს, თუმ­ცა, საკ­მა­ოდ ბევ­რია ისე­ვე, რო­გორც ჯილ­დო­ე­ბი და პრე­მი­ე­ბი.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ­მა 3 წლის წინ ჟურ­ნალ "გზას" მის­ცა:

გზა სო­ხუ­მი­დან თბი­ლი­სამ­დე

"სო­ხუ­მის თე­ატ­რში სამი წელი ვი­მუ­შა­ვე, მერე თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი. ერთხანს თით­ქოს არ­ტის­ტო­ბა­ზე გული მქონ­და აყ­რი­ლი. სწო­რედ იმ დროს ვნა­ხე, რომ რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დიქ­ტო­რი სჭირ­დე­ბო­დათ. კონ­კურ­სი ტარ­დე­ბო­და. იოლი არ იყო იქ მოხ­ვედ­რა არ იყო, მაგ­რამ ბედი მა­ინც ვცა­დე. ტე­ლე­ვი­ზი­ას ნუგ­ზარ ფო­ფხა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რა­დი­ოს კი, პეტ­რე შა­მა­თა­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რო­გო­რი დრო იყო, ლექ­სი "კო­მუ­ნის­ტი" ზე­პი­რად უნდა გცოდ­ნო­და და შა­მა­თა­ვას ვიდ­რე არ ეტყო­დი, მუ­შა­ო­ბას არ და­გა­წყე­ბი­ნებ­და. სხვა რა გზა მქონ­და, ვის­წავ­ლე და ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­მა­ვი­წყდა. ამიყ­ვა­ნეს. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იყო და საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლიც ვი­ყა­ვი, ჩემი ხმა "ოფი­ცი­ა­ლურ" გა­და­ცე­მებ­საც მო­უხ­და და იმ თე­მებ­საც, როცა მხატ­ვრუ­ლი კი­თხვა იყო სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ჩემ­ზე ტა­ცი­ა­ო­ბა გახ­ლდათ... მაგ­რამ მერე მა­ინც არ­ტის­ტო­ბამ სძლია. თუმ­ცა არ­სად მივ­სულ­ვარ და თე­ატ­რში აყ­ვა­ნის სურ­ვი­ლი არ გა­მო­მით­ქვამს, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ერთ დღეს ქუ­ჩა­ში ცხო­ნე­ბუ­ლი ლერი პაქ­საშ­ვი­ლი შემ­ხვდა. თე­ატ­რის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მან­დო და მი­თხრა, ჩემ­თან მო­დიო. მეც მი­ვე­დი და დავ­რჩი". გააგრძელეთ კითხვა